19 სექტემბერი, 2019

რა შემთხვევებში უნდა ჩავუტაროთ ბავშვს კარდიო-ექოსკოპიური კვლევა?

რატომ არის მნიშვნელოვანი ჩვილებში გულის კარდიო-ექოსკოპიის ჩატარება და რა ცვლილებები შეიძლება გამოვლინდეს პროცედურის შედეგად - ამ თემაზე "ევექსი კლინიკების" ექიმი, ლიცენზირებული რადიოლოგი ბავშვთა კარდიო-ექოსკოპიაში - მაია ლორია საუბრობს.
საინტერესოა, ძირითადად რა ჩივილებით მოდიან თქვენთან პაციენტები?
გულის კარდიო-ექოსკოპიაზე ძირითადად მოდიან პაციენტები, რომელთაც კარდიოლოგთან ვიზიტისას, გულის მოსმენის შედეგად, სხვადასხვა დარღვევა გამოუვლინდათ. მაგალითად, გულის პათოლოგიური აუსკულტაციური მონაცემები, რითმის დარღვევა, ცვლილებები კარდიოგრამაზე, ადვილად დაღლა, ციანოზი-სილურჯე და ა.შ.
გვითხარით, რა პროცედურაა გულის კარდიო-ექოსკოპია და რას მოიცავს ის?
გულის ეხო-კარდიოექოსკოპია მოიცავს ერთ და ორ განზომილებაში და დოპლერით(ჩვეულებრივი და ფერადი) გულის სტრუქტურების (სარქველების, ღრუების, კედლების), მსხვილი სისხლძარღვების (აორტას, ფილტვის არტერიის) დათვალიერებას. ასევე, გულის ჰემოდინამიკური მდგომარეობის შესწავლას.
რა პათოლოგიები შეიძლება გამოიკვეთოს კარდიო-ექოსკოპიით?
კარდიო-ექოსკოპიის შედეგად ვლინდება ისეთი პათოლოგიები, როგორიც არის შეძენილი და თანდაყოლილი მანკები, კარდიოპათიები-გულის ფუნქციის დარღვევა, ენდოკარდიტის და პერიკარდიტის ანთება. კარდიო-ექოსკოპიაზე გამოვლენილი დარღვევების შემთხვევაში შესაძლებელი ხდება პაციენტს დაესვას დიაგნოზი და დაენიშნოს შესაბამისი მკურნალობა.
ჩივილების არარსებობის დროს, რა შემთხვევებშია რეკომენდებული გულის კარდიო-ექოსკოპიის გაკეთება?
ახალშობილებში, უმჯობესია ჩატარდეს კარდიო-ექოსკოპიური კველვა სკრინიგის მიზნით, რადგან გამოირიცხოს თანდაყოლილი მანკები. მსგავსი კვლევა სასურველია ჩაიტარონ სპორტსმენებმაც და იმ პაციენტებმა, რომელთაც სხვადასხვა აქტივობის გამო ძლიერი ფიზიკური დატვირთვა აქვთ.