14 ნოემბერი, 2025

MRI - ევექსში!


ევექსში, ვაჟა-ფშაველას 40-ში, პაციენტებისთვის (MRI) მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია უკვე ხელმისაწვდომია!

ევექსში განთავსებული (MRI) მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის უპირატესობები:

ბოლო თაობის მაღალრეზოლუციური ტომოგრაფი – უზრუნველყოფს მაღალი სიზუსტის და დეტალურ გამოსახულებებს;
მოკლე გამოკვლევის დრო – თანამედროვე ტექნოლოგია მნიშვნელოვნად ამცირებს კვლევის ხანგრძლივობას;
მაღალი კომფორტი პაციენტისთვის – 70 სმ-ის დიაგონალის კონსტრუქცია, ღია გვირაბით და ხმაურის შემცირებული დონით;
უსაფრთხოება – არ იწვევს ტკივილს, არ საჭიროებს განსაკუთრებულ მომზადებას და არ ახდენს ზიანს ორგანიზმზე.
აუდიო და ვიდეო მხარდაჭერა - პაციენტს უმარტივებს კვლევის პროცესს, რა დროსაც კვლევა ნაკლებად სტრესულია.

კვლევა ტარდება გამოცდილი თურქი და ქართველი რადიოლოგების მიერ. სურვილის შემთხვევაში, პაციენტს შეუძლია, საზღვარგარეთ გამგზავრების გარეშე, მიიღოს კვლევის შედეგების შეფასება თურქეთის მაღალკვალიფიციური პროფესორების მიერ.