04 დეკემბერი, 2020

ლაბორატორიული მომსახურება სახლში გამოძახებით

ევექსი კლინიკების ლაბორატორიული მომსახურება უკვე სახლში გამოძახებით არის შესაძლებელი!

მოთხოვნიდან გამომდინარე, პირველ ეტაპზე პრიორიტეტულია ჩამოთვლილი სერვისების მიწოდება, ამიტომ აღნიშნული გამოკვლევებიდან აუცილებელია ჩაიტაროთ ერთ-ერთი:


  • სპეციალური ლაბორატორიული პაკეტი Covid 19-ით ინფიცირებული პაციენტებისთვის (სისხლის საერთო ანალიზი, c რეაქტიული ცილა, დედიმერის განსაზღვრა სისხლში) - 120 ლარი
  • Covid19-ის PCR ტესტი - 170 ლარი
  • ანტიგენის სწრაფი ტესტი - 85 ლარი

თუ გსურთ ზემოთაღნიშნული სერვისების მიღება დამატებით თქვენს ოჯახის წევრზეც, იმოქმედებს 20%-იანი ფასდაკლება.

დამატებით თქვენ შეგიძლიათ ჩაიტაროთ ნებისმიერი ლაბორატორიული გამოკვლევა.

სერვისი ხელმისაწვდომია თბილისის მასშტაბით და ვიზიტის დასაჯავშნად გთხოვთ დაგვიკავშირდით 0322 55 05 05

მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე, გთხოვთ სერვისის ჩასაწერად მოგვმართოთ დროულად.