04 სექტემბერი, 2020

ინტერნეტში მოძიებული სამედიცინო ინფორმაცია ყოველთვის გადაამოწმეთ ექიმთან

ინტერნეტში სამედიცინო ინფორმაციის მოძიება დღითიდღე ხელმისაწვდომი ხდება, თუმცა დიდ სიფრთხილეს მოითხოვს. გახსოვდეთ, ინტერნეტში მოძიებული თუნდაც სარწმუნო სამედიცინო ინფორმაცია ვერასდროს შეცვლის ექიმის კონსულტაციას.
ერიდეთ არაკომპეტენტურ რეკომენდაციებს
  • ინტერნეტში განთავსებული ინფორმაცია ხშირად არ არის მომზადებული პროფესიონალების მიერ, რასაც შეცდომაში შევყავართ. გაითვალისწინეთ, ის რაც სასარგებლო იყო სხვისთვის, შეიძლება, თქვენს ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს.
უსაფუძვლო ნერვიულობა ან სიმპტომების უგულვებელყოფა
  • ინტერნეტში მოძიებული ინფორმაცია ხშირად არასწორი დასკვნების და, აღნიშნულის საფუძვლეზე, საშიში სიმპტომების უგულებელყოფის ან პირიქით, უსაფუძვლო ნევრიულობის მიზეზი ხდება.

თვითმკურნალობის წახალისება და რისკები
  • ინტერნეტში მოძიებული ინფორმაცია თვითმკურნალობის წახალისებასაც ახდენს. თვითმკურნალობა ძირითად შემთხვევაში წარუმატებელია და საფრთხის შემცველი. განსაკუთრებით ხშირია ანტიბიოტიკების თვითნებურად გამოყენების შემთხვევები.
რა არის 3 ყველაზე ხშირი სიმპტომი, რომელიც უმჯობესია არ მოიძიოთ ინტერნეტში და მიმართოთ ექიმს - ამ თემაზე ევექსი კლინიკების ოჯახის ექიმი თამთა ბლიაძე საუბრობს.


„1) ტკივილი გულმკერდის არეში - ეს არის სიმპტომი, რომელიც უმჯობესია არ მოიძიოთ ინტერნეტში, რადგან შესაძლოა რაიმე ძალიან მნიშვნელოვანი გამოგვრჩეს. მაგალითად, შესაძლოა წავიკითხოთ, რომ ეს ტკივილი ხერხემლის ბრალია, ოსტეოქონდროზს და/ან გაცივებას და/ან სიმძიმის აწევას უკავშირდება, რეალურად კი შესაძლოა მიზეზი სხვა იყოს. ანდა პირიქით, შესაძლოა ეწეროს, რომ ეს ინფარქტის ნიშანია, რამაც შეიძლება ზედმეტად აგვანერვიულოს, რეალურად კი, გაცილებით მარტივი პრობლემა იყოს. სწორედ ამიტომ, მაშინ, როდესაც გულმკერდის არეში ტკივილი არის ინტენსიური, უმჯობესია კონსულტაციისთვის მივმართოთ ექიმს, მან დაადგინოს დიაგნოზი და შემოგვთავაზოს მკურნალობის შესაბამისი გზები.

2) თავის ტკივილი - ეს სიმპტომი, როგორც წესი, ინტერნეტის მიხედვით ანევრიზმას ან სიმსივნეს უკავშირდება. თუმცა, საბედნიეროდ, ხშირად ასე არ არის და თავის ტკივილს ბევრი სხვა მიზეზი აქვს, იქნება ეს შაკიკი, გადაღლილობა, ოფთალმური პრობლემები თუ სხვა. თუმცა, ამ სიმპტომის უგულებელყოფაც არ შეიძლება, იმისათვის, რომ რამე მნიშვნელოვანი არ გამოგვრჩეს. დეტალური კვლევისათვის უმჯობესია მივმართოთ ექიმს.

3) კიდურების დაბუჟება - როგორც წესი პაციენტები ამ პრობლემას პროთრომბინს უკავშირებენ და თრომბის ეშინიათ. ისინი ხშირად აღნიშნავენ, რომ მოიძიეს ინფორმაცია ინტერნეტში და დარწმუნებულნი არიან, რომ თრომბია მათი პრობლემა. თუმცა, კიდურების დაბუჟება შეიძლება დაკავშირებული იყოს ცენტრალური ნერვული სისტემის ან ხერხემლის სვეტის დაავადებებთან. ამიტომ, უმჯობესია არ უგულებელვყოთ ეს სიმპტომი და მიმართოთ თქვენი ოჯახის ექიმს.

შეგვიძლია კიდევ ბევრი ჩვილის ჩამოთვლა, თუმცა ამ 3 ყველაზე ხშირი შემთხვევიდანაც ჩანს, რომ ინტერნეტში მოძიებული ინფორმაცია შესაძლოა ხშირად აღმოჩნეს ჩვენი უსაფუძვლო ნერვიულობის ან პირიქით, ზედმეტი სიმშვიდის მიზეზი.“

მარტივია და მოსახერხებელი სწრაფად იპოვო გამოსავალი ინტერნეტში, თუმცა, როდესაც საქმე ჯანმრთელობას ეხება, უმჯობესია დეტალები სამედიცინო სფეროს წარმომადგენელთან გადაამოწმო და დააზღვიო ჯანმრთელობის რისკები.

იმისათვის, რომ საჭირო დროს სამედიცინო სფეროს წარმომადგენლის რეკომენდაცია დისტანციურად მიიღოთ, ევექსი კლინიკებმა შექმნა ოჯახის ექიმის, გინეკოლოგისა და პედიატრის ონლაინ კაბინეტები, სადაც სოციალური ქსელის მომხმარებლების კითხვებს ევექსის გამოცდილი ექიმები პასუხობენ.

https://bit.ly/31ZQYdM?fbclid=IwAR0WVNAzFjdsyVwvmcs_-HMOo0t2YLFfigX1c5FYny7c22TflQfUkADShLs
https://bit.ly/2F0rbsK?fbclid=IwAR2oT5h0Dh0WhUezIZLCBavIhzaOmKy9wt471uTBLsRoWDn9NtWzGwZtUIU
https://bit.ly/2Z5OlF4?fbclid=IwAR1_aYwfC5jKtBAcOHU_HKYChOL1dHTYjyRiyGlJfB2qQr7feFuRzV6_wCM