01 დეკემბერი, 2023

ევექსში რეორგანიზაცია იგეგმება

 

სს „ევექსის კლინიკები“ (ს/ნ 405327427; „საზოგადოება“) უახლოეს პერიოდში გეგმავს რეორგანიზაციას,  კერძოდ, „საზოგადოებიდან“ ერთი საწარმოს გამოყოფას, რის შედეგადაც ფუნქციონირებას განაგრძობს 2 კომპანია, კერძოდ: (1) არსებული  კომპანია, რომელიც შეინარჩუნებს სტაციონარული სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელ სამედიცინო დაწესებულებებს (კლინიკებს) და რომელიც ასევე შეინარჩუნებს არსებულ საიდენტიფიკაციო ნომერს: 405327427 და იოპერირებს იმავე/არსებული სახელწოდებით - სს „ევექსის კლინიკები“ (2) გამოყოფის შედეგად წარმოშობილი მეორე კომპანია, სახელწოდებით - სს „ევექსი“, რომელსაც მიენიჭება ახალი საიდენტიფიკაციო ნომერი და გადაეცემა ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელ სამედიცინო დაწესებულებები (პოლიკლინიკები).

აღწერილი რეორგანიზაციის მიზანია „საზოგადოების“ არსებული სამედიცინო დაწესებულებების ქსელის (რომელშიც შედის როგორც კლინიკები, ისე პოლიკლინიკები) ფართო მასშტაბის გათვალისწინებით, ასევე ამბულატორიული და სტაციონარული სამედიცინო დაწესებულებების მართვის განსხვავებული სპეციფიკის საჭიროებიდან გამომდინარე, ადამიანური რესურების ეფექტურად განაწილება და კონკრეტულ მიმართულებებზე მეტი და ეფექტური კონცენტრაცია, მომსახურების ხარისხის მეტად გაუმჯობესება და ეფექტიანი საქმიანობა.

გაყოფის გეგმის პროექტი, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესითა და ვადებში, გამოქვეყნებულია და შესაძლებელია მისი გაცნობა მარეგისტრირებელი ორგანოს ერთიან ელექტრონულ პორტალზე.