20 ივნისი, 2023

ცინცაძის ქუჩაზე ,,ევექსის“ ახალი პოლიკლინიკა გაიხსნა

,,ევექსი“-ს ქსელს ახალი პოლიკლინიკა თბილისში, საბურთალოს რაიონში შეემატა. ცინცაძის 24 ნომერში მდებარე ახლად გახსნილი პოლიკლინიკა აღჭურვილია ახალი სამედიცინო აპარატურით და დაკომპლექტებულია მაღალი კვალიფიკაციის მქონე ექიმებით. თანამედროვე ინფრაქტრუქტურის მქონე კლინიკაში, მომხმარებლებს  შესაძლებელობა აქვთ სრული ამბულატორიული მომსახურება მიღონ,  რაც გულისხმობს,ოჯახის ექიმის, პედიატრის, ექიმ-სპეციალისტებისკონსულტაციებს და  ლაბორატორიული და ინსტრუმენტული გამოკვლევების  სრული სპექტრის ჩატარებას.

აღსანიშნავია, რომ პოლიკლინიკაში ახალ მომხმარებლებს შეუძლიათ სხვადასხვა სამედიცინო სერვისებზე 100%-მდე დაფინანსებით ისარგებლონ და ასევე, საჩუქრად მიიღონ 150 ლარიანი ვაუჩერი. განსაკუთრებული პირობებით ისარგებლებენ სააფთიაქო ქსელშიც, სადაც 30%-იანი ფასდაკლებით შეძლებენ როგორც მედიკამენტების ისე, თავის მოვლის საშუალებების შეძენას. პოლიკლინიკაში სამედიცინო სერვისებით სარგებლობა შეუძლიათ ასევე  კორპორატიული დაზღვევის მქონე პირებსაც.

,,ჩვენთვის კვლავ პრიორიტეტულია  ქვეყანაში სამედიცინო სერვისები ყველასთვის  ხელმისაწვდომი იყოს. სწორედ ამიტომ გავხსენით  საქართველოს მასშტაბით რიგით 34-ე სამედიცინო დაწესებულება, რომელიც დაკომპლექტებულია მაღალი კვალიფიკაციის ექიმ-სპეციალისტების გუნდით. ვმუშაობთ ასევე პირველადი ჯანდაცვის სერვისების განვითარების მიმართულები, რომელიც ჩვენივე მომხმარებლების სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესებისკენ იქნება მიმართული და  ჩვენს ქსელში ეტაპობრივად დაინერგება“ - განაცხადა გიორგი გორდაძემ, ,,ევექსი“-ს დირექტორმა.

ახალი პოლიკლინიკის გახსნასთან ერთად ურთიერთთანამშრომლობის განახლებული მემორანდუმი გაფორმდა ლიბერთი ბანკსა და ევექსს შორის, რომლის ფარგლებშიც, ახლად დარეგისტრირებული პენსიონერები ევექსისგან ლიბერთი ბანკში საჩუქრად 150 ლარიან ვაუჩერს მიიღებენ.  გარდა ამისა ორი კომპანიის კოლაბორაციით სოციალური პროექტი ევექსსა და ლიბერთი ბანკს შორის კვლავ გრძელდება  და სოციალური ბარათით მოსარგებლე ადამიანები შეძლებენ ევექსის ქსელში 50%-მდე ამბულატორიულ და სტომატოლოგიურ სერვისებზე ფასდაკლებებით სარგებლობას.