19 აპრილი, 2021

ახალი ვებგვერდი პოსტ-კოვიდ მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში

ბევრი კოვიდ გადატანილი პაციენტისთვის ვირუსი რამდენიმე კვირაში არ დასრულებულა და მათ თვეების შემდეგაც აქვთ რიგი სიმპტომები.

ამას პოსტ-კოვიდ სინდრომი ეწოდება. მას შეუძლია, რომ გააუარესოს ადამიანის ცხოვრების, ჯანმრთელობის ხარისხი და ხელი შეუშალოს თუნდაც ყველაზე მარტივი, ყოველდღიური აქტივობებით დაკავებაში.

კოვიდის შემდგომი გართულებების თავიდან ასარიდებლად, ევექსი კლინიკებმა დაიწყო პოსტ-კოვიდ მხარდაჭერის პროგრამა, რომლის ფარგლებშიც შეიქმნა ვებგვერდი www.postcovid.ge, აქ გაეცნობით სრულ ინფორმაციას პოსტ-კოვიდ სინდრომზე, საერთაშორისო რეკომენდაციებზე, რეკომენდებულ გამოკვლევებზე და გაიგებთ, თუ რა რისკებს აზღვევს თითოეული მათგანი.

საიტზე ასევე შეძლებთ გაიაროთ ქვიზი, რომელიც დაადგენს, რომელი გამოკვლევებია თქვენი ინდივიდუალური მდგომარეობისთვის მიზანშეწონილი.

რეკომენდებული გამოკვლევების ჩამონათვალი ევექსი კლინიკების კლინიკური გუნდის მიერ შემუშავდა არსებული საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით.