ტრენერი

ევექსი აცხადებს ვაკანსიას ტრენერის პოზიციაზე

სამუშაო ადგილი: თბილისი, სათავო ოფისი, ვაჟა - ფშაველას #40

სამუშაო გრაფიკი: 8 საათიანი, 5 სამუშაო დღე კვირაში

 

ძირითადი მოვალეობები:

  • კომპეტენციის ფარგლებში სასწავლო/სატრენინგო მოდულების შექმნა და მუდმივ განახლებაზე ზრუნვა;
  • კომპანიის არსებული/ახალი თანამშრომლებისთვის პროფესიული კომპეტენციების განმავითარებელი ტრენინგების ჩატარება (პროდუქტი,პროცედურა, პროგრამული უზრუნველყოფა)
  • შესაბამისი სასწავლო/სატრენინგო მასალების მომზადება ან/და მომზადების პროცესის მხარდაჭერა;
  • სასწავლო/საინფორმაციო დოკუმენტების ბაზების შექმნა და მუდმივ გაუმჯობესებაზე/განახლებაზე/ხელმისაწვდომობაზე ზრუნვა (პროდუქტი, პროცედურა, პროგრამული უზრუნველყოფა);
  • თანამშრომლებისთვის პერიოდული ტესტირების ორგანიზება (ტესტური დავალებების შემუშავება და შედეგების შეფასება);
  • ონლაინ სასწავლო კურსების მომზადების პროცესში ჩართულობა - პროგრამის დიზაინსა თუ სხვა საორგანიზაციო აქტივობებში თანამონაწილეობა;
  • მენტორინგის პროგრამის ადმინისტრირება და მართვა - მენტორებთან სასწავლი შეხვედრების უზრუნველყოფა, მათთვის სამუშაო დოკუმენტების შემუშავება/განახლება და შეფასების პროცესის მხარდაჭერა;
  • ტრენინგების შედეგების შეფასების უზრუნველყოფა, მიღებული უკავშირის ანალიზი, შესაბამისი ანგარიშების მომზადება და ცვლილებების ინიცირება;
  • ტრენინგებთან დაკავშირებული საორგანიზაციო საქმიანობის განხორციელება;
  • შესრულებული სამუშაოს შესახებ პერიოდული ანგარიშგება უშუალო ხელმძღვანელთან.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება
  • აუცილებელია მსგავს პოზიციაზე (პროფესიული კომპეტენციების განვითარების მიმართულებით) მუშაობის 2-3 წლიანი გამოცდილება;
  • სასურველია სასერთიფიკატო განათლება ადამიანური რესურსების მართვის კუთხით;
  • საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა;
  • სასურველია ინგლისური ენის ცოდნა.

 

 პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

  • პარტნიორობა (ურთიერთდახმარება, ურთიერთთანამშრომლობა, გუნდურობა);
  • პროფესიული განვითარებისკენ სწრაფვა;
  • ეფექტიანი კომუნიკაციის უნარი; 
  • დროის ეფექტიანად მართვის უნარი;
  • ანალიტიკური/კრიტიკული აზროვნება;
  • შედეგზე ორიენტაცია;
  • ორგანიზებულობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • სხვადასხვა ამოცანებზე ერთდროულად მუშაობის უნარი;
  • თანამედროვე ტექნოლოგიების, ინსტრუმენტების გამოყენების უნარი;
  • გამართული წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი.

 

ევექსი მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს!

 

მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი (შემდგომში აგრეთვე „კანდიდადტი“) ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია (პირადი მონაცემები, მოწოდებულ დოკუმენტებში მოცემული სხვა მონაცემები, რეზიუმე, დიპლომ(ებ)ი, სერტიფიკატ(ებ)ი და სხვა ნებისმიერი მოწოდებული დოკუმენტაცია), არის უტყუარი.

დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად. მოპოვებული ინფორმაცია დამსაქმებელთან ინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, რომელსაც შეიძლება შემხებლობა ჰქონდეს კანდიდატთან ან მოპოვებულ ინფორმაციასთან, შესაბამისი დავის დასრულებამდე. ამასთან, სადავო გარემოებების არსებობისას, დამსაქმებელი უფლებამოსილია, მოპოვებული ინფორმაცია გადასცეს შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებს. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, არიქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის.

კომპანია ემიჯნება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის დანერგვისა და მათ დამუშავებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხისა თუ წამოჭრილი პრობლემის მაქსიმალურად ეფექტურად მართვის/გადაჭრის მიზნით, წინამდებარე თანხმობის გამცემი პირი უფლებამოსილია, კონსულტაციისთვის, ნებისმიერ დროს მიმართოს დამსაქმებლის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს და არსებული საჭიროებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად მოკლე ვადაში მიიღოს კვალიფიციური და ოპერატიული მომსახურება.

გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი მონაცემები, თუ თქვენ ეთანხმებით ზემო აღნიშნულ პირობებს.

 

Apply

Apply

Application Sent Successfully

Applicatin not sent, please try again later

Attach a file
Your application has been sent successfully. We will contact you for 10 business days Interested and good luck.
Your application could not be sent. Please try again or contact us on the hotline: Hot line