სპეც პედაგოგი

ევექსი აცხადებს ვაკანსიას სპეც პედაგოგის პოზიციაზე
სამუშაო ადგილი: ევექსის ნეიროგანვითარების ცენტრი “კარავი”, საბურთალო, ბახტრიონის ქუჩა #10ბ

 

ძირითადი მოვალეობები:

  • სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა აკადემიური, სოციალური და ფუნქციური უნარების შეფასება და აღწერა
  • წინასწარ განსაზღვრული განრიგით, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებთან ინდივიდუალურად მუშაობა და საგანმანათლებლო რესურსების შექმნა
  • ბავშის ძლიერი მხარეებსა და საჭიროებებზე დაყრდნობით, ინდივიდუალურად და მცირე ჯგუფებში  აქტივობების დაგეგმვა,განხორციელება
  • რთული ქცევის მართვა
  • სოციალიზაციის პროცესის ხელშეწყობა
  • სამუშაო გუნდთან და მშობელთან თანამშრომლობა

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი პედაგოგიური განათლება (სასურველია სპეციალური განათლების მაგისტრი)
  • საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში,გავლილი სპეციალური მასწავლებლის მომზადების მოდული
  • საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი სპეციალური მასწავლებლის ჩაბარებული გამოცდა
  • სასურველია სპეციალური საჭიროებების მქონე ბავშვებთან მუშოაბის 3 წლიანი გამოცდილება, მათ შორის აუტისტური სპექტრის მქონე პირებთან
  • სასურველია ქცევითი თერაპიის საბაზისო ცოდნა 

 

პიროვნული უნარები:

  • პარტნიორობა (ურთიერთდახმარება, ურთიერთთანამშრომლობა, გუნდურობა)
  • პროფესიული განვითარებისკენ სწრაფვა
  • ეფექტიანიკომუნიკაციის, ნდობის მოპოვების, მოსმენის, გაგების და ურთიერთობის დამყარების უნარი
  • თვითკონტროლი და სიმშვიდის შენარჩუნება რთულ და სტრესულ სიტუაციებში
  • ინტერესებისა და შესაძლებლობების გამოვლენისა და მხარდაჭერის უნარი, თანადგომისა და ემპათიის უნარი
  • მოქნილობა და დამოუკიდებლობა
  • დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი

 

ევექსი მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.

მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი (შემდგომში აგრეთვე „კანდიდადტი“) ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია (პირადი მონაცემები, მოწოდებულ დოკუმენტებში მოცემული სხვა მონაცემები, რეზიუმე, დიპლომ(ებ)ი, სერტიფიკატ(ებ)ი და სხვა ნებისმიერი მოწოდებული დოკუმენტაცია), არის უტყუარი.

დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად. მოპოვებული ინფორმაცია დამსაქმებელთან ინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, რომელსაც შეიძლება შემხებლობა ჰქონდეს კანდიდატთან ან მოპოვებულ ინფორმაციასთან, შესაბამისი დავის დასრულებამდე. ამასთან, სადავო გარემოებების არსებობისას, დამსაქმებელი უფლებამოსილია, მოპოვებული ინფორმაცია გადასცეს შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებს. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, არიქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის.

კომპანია ემიჯნება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის დანერგვისა და მათ დამუშავებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხისა თუ წამოჭრილი პრობლემის მაქსიმალურად ეფექტურად მართვის/გადაჭრის მიზნით, წინამდებარე თანხმობის გამცემი პირი უფლებამოსილია, კონსულტაციისთვის, ნებისმიერ დროს მიმართოს დამსაქმებლის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს და არსებული საჭიროებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად მოკლე ვადაში მიიღოს კვალიფიციური და ოპერატიული მომსახურება.

გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი მონაცემები, თუ თქვენ ეთანხმებით ზემო აღნიშნულ პირობებს.

 

 

Apply

Apply

Application Sent Successfully

Applicatin not sent, please try again later

Attach a file
Your application has been sent successfully. We will contact you for 10 business days Interested and good luck.
Your application could not be sent. Please try again or contact us on the hotline: Hot line