ევექსი აცხადებს ვაკანსიას სოციალური მედიის მენეჯერის პოზიციაზე
თანამშრომლობის ტიპი: მომსახურება, დისტანციური ფორმატი
ძირითადი მოვალეობები:
- კომპანიის სოციალური მედია პლატფორმებისგეგმების შემუშავება და მათი განხორციელება;
- კომპანიის სოციალური მედია პლატფორმების ბიუჯეტირება და მართვა;
- კომპანიის კომუნიკაციის სტრატეგიის შესაბამისად სოციალური მედია პლატფორმებისათვის კამპანიების დაგეგმვა და განხორციელება;
- სოციალური მედია არხებისთვის კონტენტის შექმნა, გრაფიკული დიზაინერებისათვის ამოცანების შემუშავება;
- კომპანიის სოციალური მედია პლატფორმების ანალიტიკის წარმოება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება საზოგადოებასთან ურთიერთობის, ჟურნალისტიკის ან მარკეტინგის მიმართულებით;
- არანაკლებ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება სოციალური მედიის მენეჯერის პოზიციაზე;
- სოციალური პლატფორმების მართვის, AD Manager, სპონსორინგის და სხვადასხვა ინსტრუმენტების ცოდნა;
- კრეატიული აზროვნება;
- გამართული წერის უნარი;
- საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი.
ევექსი მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს!
მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი (შემდგომში აგრეთვე „კანდიდადტი“) ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია (პირადი მონაცემები, მოწოდებულ დოკუმენტებში მოცემული სხვა მონაცემები, რეზიუმე, დიპლომ(ებ)ი, სერტიფიკატ(ებ)ი და სხვა ნებისმიერი მოწოდებული დოკუმენტაცია), არის უტყუარი.
დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად. მოპოვებული ინფორმაცია დამსაქმებელთან ინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, რომელსაც შეიძლება შემხებლობა ჰქონდეს კანდიდატთან ან მოპოვებულ ინფორმაციასთან, შესაბამისი დავის დასრულებამდე. ამასთან, სადავო გარემოებების არსებობისას, დამსაქმებელი უფლებამოსილია, მოპოვებული ინფორმაცია გადასცეს შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებს. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, არიქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის.
კომპანია ემიჯნება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის დანერგვისა და მათ დამუშავებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხისა თუ წამოჭრილი პრობლემის მაქსიმალურად ეფექტურად მართვის/გადაჭრის მიზნით, წინამდებარე თანხმობის გამცემი პირი უფლებამოსილია, კონსულტაციისთვის, ნებისმიერ დროს მიმართოს დამსაქმებლის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს და არსებული საჭიროებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად მოკლე ვადაში მიიღოს კვალიფიციური და ოპერატიული მომსახურება.
გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი მონაცემები, თუ თქვენ ეთანხმებით ზემო აღნიშნულ პირობებს.