შესყიდვების მხარდაჭერის სპეციალისტი

ევექსი აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების მხარდაჭერის სპეციალისტის პოზიციაზე.
სამუშაოს ადგილმდებარეობა:  სათაო ოფისი, ვაჟა-ფშაველას #40
სამუშაო განრიგი: ორშაბათი - პარასკევი, 10:00 – 19:00


ძირითადი მოვალეობები:

  • ქსელის მასშტაბით, შესყიდვების ხელშეკრულებების მომზადება, მართვა და მონიტორინგი;
  • შესყიდვებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება; საბუთების ფინანსური დეპარტამენტისთვის მიწოდება და გადარიცხვების პროგრამული ინიცირება, გადარიცხვის პროცესის კონტროლი;
  • შესყიდული პროდუქციის პროგრამული მიღება და აღრიცხვა;
  • მომწოდებლებთან კომუნიკაცია საჭირო დოკუმენტაციის გამოთხოვის მიზნით;
  • მომწოდებლებთან გადახდის პირობებისა და პროდუქციის მოწოდების ვადების კონტროლი;
  • ხელშეკრულების პირობების შესრულების უზრუნველყოფა და ვადაგასული ხელშეკრულებების დროული განახლება;
  • მომწოდებელთა ბაზის მუდმივი გადახედვა და განახლება; ახალი მომწოდებლის შესახებ ინფორმაციის ასახვა;
  • სხვადასხვა რეპორტების მომზადება.


საკვალიფიკაციო 
მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ჯანდაცვის მენეჯმენტის, ბიზნესის ადმინისტრირების ან ეკონომიკის მიმართულებით;
  • აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის სულ მცირე 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
  • სასურველია სამუშაო გამოცდილება სამედიცინო სფეროში;
  • აუცილებელია საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა - განსაკუთრებით MS Excel, MS Word;
  • სასურველია ინგლისური ენის ცოდნა.

 

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

  • პარტნიორობა (ურთიერთდახმარება, ურთიერთთანამშრომლობა, გუნდურობა);
  • პროფესიული განვითარებისკენ სწრაფვა;
  • ეფექტიანი კომუნიკაციის უნარი;           
  • დროის ეფექტიანად მართვის უნარი;
  • ანალიტიკური/კრიტიკული აზროვნება;
  • შედეგზე ორიენტაცია;
  • ორგანიზებულობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • ცვალებად გარემოში სწრაფი ადაპტაციის უნარი;
  • სხვადასხვა ამოცანებზე ერთდროულად მუშაობის უნარი;
  • თანამედროვე ტექნოლოგიების, ინსტრუმენტების გამოყენების უნარი. 

 

განაცხადისმიღებისბოლოვადაა: 7 ოქტომბერი, 2023 წ.

ევექსი მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის დაგისურვებთ წარმატებებს.


მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი (შემდგომში აგრეთვე „კანდიდადტი“) ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია (პირადი მონაცემები, მოწოდებულ დოკუმენტებში მოცემული სხვა მონაცემები, რეზიუმე, დიპლომ(ებ)ი, სერტიფიკატ(ებ)ი და სხვა ნებისმიერი მოწოდებული დოკუმენტაცია), არის უტყუარი.

დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად. მოპოვებული ინფორმაცია დამსაქმებელთან ინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, რომელსაც შეიძლება შემხებლობა ჰქონდეს კანდიდატთან ან მოპოვებულ ინფორმაციასთან, შესაბამისი დავის დასრულებამდე. ამასთან, სადავო გარემოებების არსებობისას, დამსაქმებელი უფლებამოსილია, მოპოვებული ინფორმაცია გადასცეს შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებს. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის დანერგვისა და მათ დამუშავებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხისა თუ წამოჭრილი პრობლემის მაქსიმალურად ეფექტურად მართვის/გადაჭრის მიზნით, წინამდებარე თანხმობის გამცემი პირი უფლებამოსილია, კონსულტაციისთვის, ნებისმიერ დროს მიმართოს დამსაქმებლის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს და არსებული საჭიროებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად მოკლე ვადაში მიიღოს კვალიფიციური და ოპერატიული მომსახურება.

გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაშიგამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი მონაცემები, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს.

Apply

Apply

Application Sent Successfully

Applicatin not sent, please try again later

Attach a file
Your application has been sent successfully. We will contact you for 10 business days Interested and good luck.
Your application could not be sent. Please try again or contact us on the hotline: Hot line