შესყიდვების განყოფილების უფროსი

"ევექსის კლინიკები" აცხადებს შერჩევას შესყიდვების განყოფილების უფროსის  პოზიციაზე.

  სამუშაოს ადგილმდებარეობა: სათავო ოფისი, ვაჟა ფშაველას #40
 
  სამუშაო განრიგი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-19:00

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის სტრატეგიისა და ბიზნეს ამოცანების შესაბამისად, შესყიდვების პოლიტიკის შემუშავება, დაგეგმვა და განხორციელება;

** ქსელის მასშტაბით, სამედიცინო/არასამედიცინო შესყიდვების წლიური ბიუჯეტის შემუშავება, კატეგორიების მიხედვით წინასწარი ფასთა გამოკითვის საფუძველზე;

** ყოველწლიური, კვარტალური და ყოველთვიური შესყიდვების გეგმის შედგენა;

** დამტკიცებული ბიუჯეტის კონტროლი, კატეგორიებისა და ბიზნეს-მიმართულებების მიხედვით;

**  შემოსული მოთხოვნების შესაბამისად, უცხოელ ან/და ადგილობრივ მომწოდებლებთან სამედიცინო/არასამედიცინო პროდუქციის მოძიებისა და შესყიდვის პროცესების მართვა;

**  კომპანიის მომწოდებლებთან პერიოდული კომუნიკაცია, არსებული ურთიერთობის შესწავლა და კონტრაქტის პირობებისა და ფასების გაუმჯობესების მიზნით, მოლაპარაკებების წარმოება;

**  კომპანიის ინტერესებიდან გამომდინარე, მომწოდებლების ბაზრის კვლევა და ახალი მომწოდებლების მოძიება; მოლაპარაკების წარმოება შესყიდვების საუკეთესო პირობებითა და ფასით განხორციელების მიზნით;

** მომსახურებისა და პროდუქციის მაღალი ხარისხის, კონტრაქტის პირობებისა და ვადების შესრულების მონიტორინგი;

**  შესყიდვების განხორციელებისთვის აუცილებელი დოკუმენტაციის (ხელშეკრულება, მიღება-ჩაბარება, ბუღალტრული და სამართლებრივი აქტები) წარმოებისა და აღსრულების მონიტორინგი;

**  შესაბამის დეპარტამენტებთან კომუნიკაცია და გადარიცხვების პროცესების კონტროლი;

** ბაზარზე არსებული ფასების ანალიტიკა, შესასყიდი და შესყიდული პროდუქციის/მომსახურების ხარისხისა და ფასების პერიოდული დადგენის/ანალიზის მიზნით; შესასყიდი პროდუქციის საბაზრო ფასებისა და პროდუქციის ხარისხის თანხვედრის მონიტორინგი;

** ჩატარებული აქტივობების ეფექტიანობის განსაზღვრა და შედეგების ანალიზი; პრობლემური ასპექტების გამოვლენა და მათი გადაჭრის გზების მოძიება/ინიცირება;

**  პერიოდული რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფინანსების, ზოგადი მენეჯმენტის, ჯანდაცვის მენეჯმენტის ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;

** აუცილებელია შესყიდვების მიმართულებით ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის სულ მცირე 5 წლიანი გამოცდილება, აქედან 2 წელი მენეჯერულ პოზიციაზე;

** სასურველია სამუშაო გამოცდილება სამედიცინო სფეროში;

** სასურველია სასერტიფიკატო განათლება შესყიდვების მიმართულებით;

** საოფისე პროგრამების კარგად ცოდნა (MS Office), განსაკუთრებით MS Excel

**  ინგლისურიდა  რუსულის ენის ცოდნა; (B2)

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

** პროფესიული განვითარებისკენ სწრაფვა;

** გუნდის მართვის უნარი;

** ეფექტიანი კომუნიკაციის უნარი;

** პრეზენტაციის უნარი;

** ანალიტიკური/კრიტიკული აზროვნება;

** შედეგზე ორიენტაცია;

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 20 ოქტომბერი , 2022.


 
"ევექსისკლინიკები" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი (შემდგომში აგრეთვე "კანდიდატი") ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია (პირადი მონაცემები, მოწოდებულ დოკუმენტებში მოცემული სხვა მონაცემები, რეზიუმე, დიპლომ (ებ)ი, სერტიფიკატ (ებ)ი და სხვა ნებისმიერი მოწოდებული დოკუმენტაცია), არის უტყუარი.

დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად. მოპოვებული ინფორმაცია დამსაქმებელთან ინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით, ხოლონებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, რომელსაც შეიძლება შემხებლობა ჰქონდეს კანდიდატთან ან მოპოვებულ ინფორმაციასთან, შესაბამისი დავის დასრულებამდე. ამასთან, სადავო გარემოებების არსებობისას, დამსაქმებელი უფლებამოსილია, მოპოვებული ინფორმაცია გადასცეს შესაბამისკ ომპეტენტურ ორგანოებს. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის.პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის დანერგვისა და მათ დამუშავებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხისა თუ წამოჭრილი პრობლემის მაქსიმალურად ეფექტურად მართვის/გადაჭრის მიზნით, წინამდებარე თანხმობის გამცემი პირი უფლებამოსილია, კონსულტაციისთვის, ნებისმიერ დროს მიმართოს დამსაქმებლის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს და არსებული საჭიროებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად მოკლე ვადაში მიიღოს კვალიფიციური და ოპერატიული მომსახურება.გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი მონაცემები, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს.

Apply

Apply

Application Sent Successfully

Applicatin not sent, please try again later

Attach a file
Your application has been sent successfully. We will contact you for 10 business days Interested and good luck.
Your application could not be sent. Please try again or contact us on the hotline: Hot line