შესყიდვების ადმინისტრირების სპეციალისტი

ევექსის კლინიკები აცხადებს  შერჩევას შესყიდვების ადმინისტრირების სპეციალისტის პოზიციაზე. 

სამუშაოს ადგილმდებარეობა:  თბილისი, სათავო ოფისი

სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი

ძირითადი მოვალეობები:

  • ქსელის მასშტაბით, არასამედიცინო ინვენტარის/მომსახურების შესყიდვის უზრუნველყოფა;
  • ქსელის მასშტაბით, კლინიკების არასამედიცინო ინვენტარით უწყვეტად მომარაგების უზრუნველყოფა;
  • მოთხოვნის შესაბამისად, ადგილობრივ ბაზარზე არასამედიცინო ინვენტარის მომწოდებელი კომპანიების მოძიება და ოპტიმალური შეთავაზების შერჩევა;
  • კომპანიის ინტერესებიდან გამომდინარე, მოლაპარაკების წარმოება და მომწოდებლებთან ხელშეკრულების პირობებზე შეთანხმება;
  • მომწოდებლებთან გადახდის პირობებისა და პროდუქციის მოწოდების ვადების კონტროლი;
  • ხელშეკრულების პირობების შესრულების უზრუნველყოფა და ვადაგასული ხელშეკრულებების დროული განახლება;
  • მომწოდებელთა ბაზის მუდმივი გადახედვა და განახლება; ახალი მომწოდებლის შესახებ ინფორმაციის ასახვა;
  • შესაძენი მომსახურების/საქონლის შესახებ ინფორმაციის მოძიება და დაზუსტება; სპეციფიკიდან და მოცულობიდან გამომდინარე, შესაბამისი შესყიდვების ტიპის წარმართვა;
  • საქმიანობასთან დაკავშირებული , უშუალო ხელმძღვანელის მიერ მითითებული სხვადასხვა დავალების შესრულება.


საკვალიფიკაციო
 მოთხოვნები:

  • უმაღლესიგანათლება;
  • სასურველია, მსგავს პოზიციაზე მუშაობის სულ მცირე 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
  • სასურველია,სამუშაო გამოცდილებასამედიცინო სფეროში;
  • საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა - განსაკუთრებით MS Excel, MS Word;
  • სასურველია ინგლისური ენის ცოდნა (B2);

 

 

პიროვნულიკომპეტენციები/უნარები:

  • ეფექტიანი კომუნიკაციის უნარი;  
  • დროის ეფექტიანად მართვის უნარი;
  • ანალიტიკური/კრიტიკული აზროვნება;
  • შედეგზე ორიენტაცია;
  • ორგანიზებულობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;

 

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა:  27 აგვისტო, 2022  


ევექსის კლინიკები მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით  დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.

მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი (შემდგომში აგრეთვე „კანდიდადტი“) ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია (პირადი მონაცემები, მოწოდებულ დოკუმენტებში მოცემული სხვა მონაცემები, რეზიუმე, დიპლომ(ებ)ი, სერტიფიკატ(ებ)ი და სხვა ნებისმიერი მოწოდებული დოკუმენტაცია), არის უტყუარი.

დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად. მოპოვებული ინფორმაცია დამსაქმებელთან ინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, რომელსაც შეიძლება შემხებლობა ჰქონდეს კანდიდატთან ან მოპოვებულ ინფორმაციასთან, შესაბამისი დავის დასრულებამდე. ამასთან, სადავო გარემოებების არსებობისას, დამსაქმებელი უფლებამოსილია, მოპოვებული ინფორმაცია გადასცეს შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებს. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის დანერგვისა და მათ დამუშავებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხისა თუ წამოჭრილი პრობლემის მაქსიმალურად ეფექტურად მართვის/გადაჭრის მიზნით, წინამდებარე თანხმობის გამცემი პირი უფლებამოსილია, კონსულტაციისთვის, ნებისმიერ დროს მიმართოს დამსაქმებლის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს და არსებული საჭიროებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად მოკლე ვადაში მიიღოს კვალიფიციური და ოპერატიული მომსახურება.

გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაშიგამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი მონაცემები, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს.

 

Apply

Apply

Application Sent Successfully

Applicatin not sent, please try again later

Attach a file
Your application has been sent successfully. We will contact you for 10 business days Interested and good luck.
Your application could not be sent. Please try again or contact us on the hotline: Hot line