ევექსიაცხადებს შერჩევას საწყობის სპეციალისტის პოზიციაზე.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, გლდანი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი, 10:00 – 19:00
ძირითადი მოვალეობები:
- სამედიცინო, სამეურნეო, ტექნიკური და სხვა სახის მარაგების ჩაბარება, აღრიცხვა, საწყობში განლაგება;
- მიღებული პროდუქციის შესყიდვის დოკუმენტთან შესაბამისობის დადგენა;
- მარაგების ნაშთის კონტროლი, პროგრამული და რეალური ნაშთების დადარება;
- პროცედურის შესაბამისად მარაგების გაცემა;
- საწყობის მარაგების აღწერის პროცესში მონაწილეობა;
- პროდუქციის ვადების მკაცრი კონტროლი. პრიორიტეტულად, მოკლევადიანი პოზიციების გახარჯვის უზრუნველყოფა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- სასურველია საწყობში მუშაობის გამოცდილება;
- სასურველია სამუშაო გამოცდილება სამედიცინო დაწესებულებაში;
- საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა - განსაკუთრებით MS Excel;
- სასურველია ბუღალტრულ პროგრამა exact-ში მუშაობის გამოცდილება;
პიროვნული კომპეტენციები/უნარები:
- დეტალებზე ორიენტაციის უნარი;
- დროის ეფექტურად გამოყენება;
- პრობლემების იდენტიფიცირებისა და აღმოფხვრის უნარი;
- ცვალებად გარემოში სწრაფი ადაპტაციის უნარი.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 21 ოქტომბერი , 2023 წელი
ევექსი მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.
მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი (შემდგომში აგრეთვე „კანდიდადტი“) ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია (პირადი მონაცემები, მოწოდებულ დოკუმენტებში მოცემული სხვა მონაცემები, რეზიუმე, დიპლომ(ებ)ი, სერტიფიკატ(ებ)ი და სხვა ნებისმიერი მოწოდებული დოკუმენტაცია), არის უტყუარი.
დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად. მოპოვებული ინფორმაცია დამსაქმებელთან ინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, რომელსაც შეიძლება შემხებლობა ჰქონდეს კანდიდატთან ან მოპოვებულ ინფორმაციასთან, შესაბამისი დავის დასრულებამდე. ამასთან, სადავო გარემოებების არსებობისას, დამსაქმებელი უფლებამოსილია, მოპოვებული ინფორმაცია გადასცეს შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებს. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის დანერგვისა და მათ დამუშავებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხისა თუ წამოჭრილი პრობლემის მაქსიმალურად ეფექტურად მართვის/გადაჭრის მიზნით, წინამდებარე თანხმობის გამცემი პირი უფლებამოსილია, კონსულტაციისთვის, ნებისმიერ დროს მიმართოს დამსაქმებლის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს და არსებული საჭიროებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად მოკლე ვადაში მიიღოს კვალიფიციური და ოპერატიული მომსახურება.
გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაშიგამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი მონაცემები, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს.