“ევექსი” საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფში შემავალი კომპანიაა, რომელიც აერთიანებს 15-მდე პოლიკლინიკას ქვეყნის მასშტაბით. კომპანია მუდმივად დებს ინვესტიციას ახალ ტექნოლოგიებში,
ასევე, ექიმებისა და მომსახურე პერსონალის გადამზადებაში. კომპანიის უმთავრესი ღირებულება
მომხმარებლების, თანამშრომლებისა და პარტნიორების საერთო კეთილდღეობის შექმნაა.
„ევექსი“ ჯანდაცვის სფეროს ერთ-ერთი მსხვილი დამსაქმებელია.
შემოგვიერთდი, გახდი ჩვენი დიდი გუნდის წევრი!
„ევექსი“ აცხადებს ვაკანსიას სამეურნეო მხარდაჭერის სპეციალისტის პოზიციაზე
სამუშაო ადგილი: თბილისი, ევექსის პოლიკლინიკები
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 07:30-11:00, 18:00-20:00. შაბათ-კვირა ერთი საათი
ძირითადი მოვალეობები:
- სამედიცინო დაწესებულების გაღება/დაკეტვა, წინასწარ დადგენილი წესის შესაბამისად;
- კლინიკის ქონების დაცვა (მატერიალური ფასეულობები: სხვადსაახვა დანადგარები, ტექნიკა, დეკორაციები და სხვა მსგავსი) დაზიანება/მოპარვისაგან კლინიკის შენობასა და მის შესასვლელ პერიმეტრზე;
- სამეურნეო ტექნიკური საკითხების მონიტორინგი, პრობლემის აღმოჩენის შემთხვევაში, კომპეტენციის ფარგლებში, გამოსწორება;
- მცირე ტიპის სამეურნეო - ტექნიკური სამუშაოების შესრულება ( მაგ.კარის, ფანჯრის საკეტის შეკეთება, ნათურის შეცვლა, მცირე არასამედიცინო ინვენტარის მონტაჟი, ონკანის გადაკეტვა/ შეკეთება)
- კლინიკის ყოველკვირეული გეგმიური შემოვლა და პრობლემების იდენტიფიცირება;
- ინვენტარის, სამედიცინო და არასამედიცინო სახარჯი მასალების საწყობში ან შესაბამის სივრცეში გადაადგილება და/ან განთავსება;
ვაკანსიის მოთხოვნები:
- სასურველია საშუალო განათლება;
- სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- სამეურნეო და ტექნიკური ინფრასტრუქტურის ცოდნა;
- პარტნიორობა (ურთიერთდახმარება, ურთიერთთანამშრომლობა, გუნდურობა);
ჩვენთან შენ მიიღებ:
- ტრენინგი და განვითარება - “ევექსი”, როგორც განვითარებაზე ორიენტირებული კომპანია, უზრუნველყოფს სამედიცინო და არასამედიცინო მიმართულებით, თანამშრომელთა გადამზადების პროგრამებს, რომელიც მიმართულია როგორც მათ პროფესიულ, ასევე პიროვნულზრდაზე.
- ევექსელის ბენეფიტი - ქსელის მასშტაბით, ყველა თანამშრომელს, ყოველგვარი შეზღუდვისა და ლიმიტის გარეშე, აქვს შესაძლებლობა მიიღოს:
- 50%-იანი ფასდაკლებალაბორატორიულ-ინსტრუმენტულ კვლევებზე
- 50%-მდე ფასდაკლება სტომატოლოგიურ მომასახურებზე კლინიკა “ნიუ დენტში”
- ფასდაკლებები “ჯიპისის” და “ფარმადეპოს” სააფთიაქო ქსელში მედიკამენტებსა და თავის მოვლის საშუალებებზე.
- ჯანმრთელობის დაზღვევა - ხელმისაწვდომია ყველა თანამშრომლისთვის.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 25 იანვარი, 2025 წელი
„ევექსი“ მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს!