სამეურნეო მხარდაჭერის სპეციალისტი

ევექსის კლინიკები აცხადებს შერჩევას  სამეურნეო მხარდაჭერის სპეციალისტი პოზიციაზე.

 

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, სათავო ოფისი

სამუშაო გრაფიკი:სრული

 

 

       ძირითადი მოვალეობები:

  • კლინიკებისა და სათავო ოფისის სამეურნეო პროცესების გამართულობაზე ზრუნვა;
  • მომსახურებისა და შესაძენი პროდუქციის იდენტიფიცირება, ტექნიკური მახასიათებლების დადგენა და უშუალო ხელმძღვანელისთვის მიწოდება;
  • ქსელში არსებული არასამედიცინო ტექნიკის/ელექტრო დანადგარების დაზიანების შემთხვევაში, შეკეთება;
  • საჭიროების შემთხვევაში, აუთსორსული კომპანიების მიერ მოწოდებული მომსახურების ხარისხის მონიტორინგი, შესაბამისი ინფორმაციის უშუალო ხელმძღვანელთან გაზიარება;
  • დადგენილი პერიოდულობით, კლინიკებში ვიზიტი, სამედიცინო დაწესებულებების ინტერიერ/ექსტერიერის პრობლემების იდენტიფიცირება და აღმოფხვრის მიზნით, შესაბამისი სამუშაოების ჩატარება;
  • ქსელის მასშტაბით, ინტერიერისა და ექსტერიერის სისუფთავის კონტროლი;
  • ახალი კლინიკების გახსნა/დახურვაშის პროცეში ჩართულობა, მათ შორის, შენობებისაშენებისა და გარემონტების პროცესებში მონაწილეობის გზით;
  • ყოველდღიური კომუნიკაცია სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულთან ტექნიკური პრობლემების გამოვლენისა და მონიტორინგის მიზნით;
  • საქმიანობასთან დაკავშირებული უშუალო ხელმძღვანელის მიერ მითითებული სხვადასხვა დავალების შესრულება.

 

 

        საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი ან პროფესიული განათლება ტექნიკური მიმართულებით;
  • აუცილებელია სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
  • სასურველია სამუშაო გამოცდილება სამედიცინო დაწესებულებაში
  • საოფისე პროგრამების ცოდნა - განსაკუთრებით MS Excel;

 

 

       იროვნულიკომპეტენციები/უნარები:

  • დეტალებზე ორიენტაციის უნარი;
  • დროის ეფექტურად გამოყენება;
  • პრობლემების იდენტიფიცირებისა და აღმოფხვრის უნარი;
  • ცვალებად გარემოში სწრაფი ადაპტაციის უნარი.

 

 

 

განაცხადისმიღებისბოლოვადაა:  8 აგვისტო  , 2022წელი

 

ევექსის კლინიკები მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით  დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.

მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი (შემდგომში აგრეთვე „კანდიდადტი“) ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია (პირადი მონაცემები, მოწოდებულ დოკუმენტებში მოცემული სხვა მონაცემები, რეზიუმე, დიპლომ(ებ)ი, სერტიფიკატ(ებ)ი და სხვა ნებისმიერი მოწოდებული დოკუმენტაცია), არის უტყუარი.

დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად. მოპოვებული ინფორმაცია დამსაქმებელთან ინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, რომელსაც შეიძლება შემხებლობა ჰქონდეს კანდიდატთან ან მოპოვებულ ინფორმაციასთან, შესაბამისი დავის დასრულებამდე. ამასთან, სადავო გარემოებების არსებობისას, დამსაქმებელი უფლებამოსილია, მოპოვებული ინფორმაცია გადასცეს შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებს. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის დანერგვისა და მათ დამუშავებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხისა თუ წამოჭრილი პრობლემის მაქსიმალურად ეფექტურად მართვის/გადაჭრის მიზნით, წინამდებარე თანხმობის გამცემი პირი უფლებამოსილია, კონსულტაციისთვის, ნებისმიერ დროს მიმართოს დამსაქმებლის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს და არსებული საჭიროებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად მოკლე ვადაში მიიღოს კვალიფიციური და ოპერატიული მომსახურება.

გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაშიგამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი მონაცემები, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს.

 

 

 

 

Apply

Apply

Application Sent Successfully

Applicatin not sent, please try again later

Attach a file
Your application has been sent successfully. We will contact you for 10 business days Interested and good luck.
Your application could not be sent. Please try again or contact us on the hotline: Hot line