ევექსი აცხადებს შერჩევას სამედიცინო გაყიდვების წარმომადგენლის პოზიციაზე.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: ზუგდიდი
სამუშაო განრიგი: 8 საათიანი, 5 სამუშაო დღე
ძირითადი მოვალეობები:
- ექიმებისთვის (რომლებიც არ არიან ევექსი კლინიკების დასაქმებულები) კომპანიის პროდუქტებისა და სერვისების შესახებ ინფორმაციის მიწოდება და თანამშრომლობის შეთავაზება;
- პარტნიორ ექიმებთან აქტიური კომუნიკაცია, პაციენტების ევექსი კლინიკების ქსელში გადმომისამართების მიზნით;
- პარტნიორი ექიმების დროული ინფორმირება ახალი სერვისებისა და პროდუქტების შესახებ;
- სამუშაო პროცესში გამოვლენილ ხარვეზებზე დროული რეაგირება და უშუალო ხელმძღვანელის ინფორმირება;
- პერიოდული რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან, შესრულებული სამუშაოს შესახებ;
- უშუალო ხელმძღვანელის მიერ მითითებული სხვადასხვა დავალების შესრულება, რაც პირდაპირ ან ირიბად დაკავშირებულია მის საქმიანობასთან;
საკვალიფიკაციომოთხოვნები:
- სავალდებულოა უმაღლესი განათლება, სასურველია სამედიცინო მიმართულებით;
- სასურველია მსგავს პოზიციაზე სამედიცინო ან ფარმაციის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
- სასურველია სამედიცინო სფეროში მუშაობის გამოცდილება;
- საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა - განსაკუთრებით MS Excel;
დამატებთი მოთხოვნები:
- მართვის მოწმობა და ავტომობილი
პიროვნულიკომპეტენციები/უნარები:
- პარტნიორობა (ურთიერთდახმარება, ურთიერთთანამშრომლობა, გუნდურობა);
- მომხმარებელზე/სერვისზე ორიენტაცია;
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- დროის ეფექტურად მართვის უნარი;
- შედეგზე ორიენტაცია;
- ორგანიზებულობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- ცვალებად გარემოში სწრაფი ადაპტაციის უნარი;
- პროაქტიულობა;
- სხვადასხვა ამოცანებზე ერთდროულად მუშაობის უნარი;
- გამართული ვერბალური კომუნიკაციის უნარი.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 29 ოქტომბერი,2023 წ.
ევექსი მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.
მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი (შემდგომში აგრეთვე „კანდიდატი“) ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია (პირადი მონაცემები, მოწოდებულ დოკუმენტებში მოცემული სხვა მონაცემები, რეზიუმე, დიპლომ(ებ)ი, სერტიფიკატ(ებ)ი და სხვა ნებისმიერი მოწოდებული დოკუმენტაცია), არის უტყუარი.
დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად. მოპოვებული ინფორმაცია დამსაქმებელთან ინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, რომელსაც შეიძლება შემხებლობა ჰქონდეს კანდიდატთან ან მოპოვებულ ინფორმაციასთან, შესაბამისი დავის დასრულებამდე. ამასთან, სადავო გარემოებების არსებობისას, დამსაქმებელი უფლებამოსილია, მოპოვებული ინფორმაცია გადასცეს შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებს. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის დანერგვისა და მათ დამუშავებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხისა თუ წამოჭრილი პრობლემის მაქსიმალურად ეფექტურად მართვის/გადაჭრის მიზნით, წინამდებარე თანხმობის გამცემი პირი უფლებამოსილია, კონსულტაციისთვის, ნებისმიერ დროს მიმართოს დამსაქმებლის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს და არსებული საჭიროებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად მოკლე ვადაში მიიღოს კვალიფიციური და ოპერატიული მომსახურება.
გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი მონაცემები, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს.