“ევექსი” საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფში შემავალი კომპანიაა, რომელიც აერთიანებს 15-მდე პოლიკლინიკას ქვეყნის მასშტაბით. კომპანია მუდმივად დებს ინვესტიციას ახალ ტექნოლოგიებში, ასევე, ექიმებისა და მომსახურე პერსონალის გადამზადებაში.კომპანიის უმთავრესი ღირებულება მომხმარებლების, თანამშრომლებისა და პარტნიორების საერთო კეთილდღეობის შექმნაა.
„ევექსი“ ჯანდაცვის სფეროს ერთ-ერთი მსხვილი დამსაქმებელია.
ვებგვერდი: https://evex.ge/ka/
Facebook: https://www.facebook.com/evexclinics/
შემოგვიერთდი, გახდი ჩვენი დიდი გუნდის წევრი!
„ევექსი“ აცხადებს ვაკანსია რეაბილიტოლოგის პოზიციაზე
სამუშაო ადგილი: თბილისი, საბურთალოს პოლიკლინიკა
სამუშაო გრაფიკი: 10-12 საათი კვირაში
ძირითადი მოვალეობები:
- -პაციენტის მიღება და კვლევა: ჩივილების, დაავადების ანამნეზის, ცხოვრების ანამნეზის, ფიზიკალური კვლევის მონაცემების შეკრება/შეფასება, დაავადებების დიაგნოსტირება, პრევენცია, მკურნალობა/მართვა სამედიცინო მომსახურების გაწევა კომპანიის/ეროვნული/საერთაშორისო სამედიცინო პროტოკოლების/გაიდლაინების გათვალისწინებით
- -სახელმწიფო სერთიფიკატით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში პაციენტის დაავადების მართვა და უწყვეტი სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფა
- პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის EHR სისტემაში ასახვა კანონმდებლობის შესაბამისად.
- ინფექციის კონტროლის სტანდარტების გამოყენება ყოველდღიურ პრაქტიკაში
- საჭიროების შემთხვევაში სამედიცინო დოკუმენტაციის გაცემის უზრუნველყოფა.
ვაკანსიის მოთხოვნები:
- -აუცილებელია უმაღლესი სამედიცინო განათლება
- -აუცილებელია სახელმწიფო სერთიფიკატი ფიზიკური მედიცინა, რეაბილიტაცია და კურორტოლოგიაში
- -სასურველია ბაზისური გულფილტვის რეანიმაციია (BLS) ვალიდური სერთიფიკატი
- პარტნიორობა (ურთიერთდახმარება, ურთიერთთანამშრომლობა, გუნდურობა);
- პროფესიული განვითარებისკენ სწრაფვა;
ჩვენთან შენ მიიღებ:
- ტრენინგი და განვითარება - “ევექსი”, როგორც განვითარებაზე ორიენტირებული კომპანია, უზრუნველყოფს სამედიცინო და არასამედიცინო მიმართულებით, თანამშრომელთა გადამზადების პროგრამებს, რომელიც მიმართულია როგორც მათ პროფესიულ, ასევე პიროვნულზრდაზე.
- ევექსელის ბენეფიტი - ქსელის მასშტაბით, ყველა თანამშრომელს, ყოველგვარი შეზღუდვისა და ლიმიტის გარეშე, აქვს შესაძლებლობა მიიღოს:
- 50%-იანი ფასდაკლებალაბორატორიულ-ინსტრუმენტულ კვლევებზე
- 50%-მდე ფასდაკლება სტომატოლოგიურ მომასახურებზე კლინიკა “ნიუ დენტში”
- ფასდაკლებები “ჯიპისის” და “ფარმადეპოს” სააფთიაქო ქსელში მედიკამენტებსა და თავის მოვლის საშუალებებზე.
- ჯანმრთელობის დაზღვევა - ხელმისაწვდომია ყველა თანამშრომლისთვის.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 10 მარტი, 2025
დაინტერესებული კანდიდატებმა რეზიუმე გაგვიზიარეთ მეილზე: cv@evex.ge
„ევექსი“ მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს!