ოჯახის ექიმის ასისტენტი

“ევექსი” საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფში შემავალი კომპანიაა, რომელიც აერთიანებს 15-მდე პოლიკლინიკას ქვეყნის მასშტაბით.
კომპანია მუდმივად დებს ინვესტიციას ახალ ტექნოლოგიებში, ასევე, ექიმებისა და მომსახურე პერსონალის გადამზადებაში. კომპანიის უმთავრესი ღირებულება მომხმარებლების, თანამშრომლებისა და პარტნიორების
საერთო კეთილდღეობის შექმნაა.

„ევექსი“ ჯანდაცვის სფეროს ერთ-ერთი მსხვილი დამსაქმებელია.


შემოგვიერთდი, გახდი ჩვენი დიდი გუნდის წევრი!

 

ევექსი აცხადებს ვაკანსიას ოჯახის ექიმის ასისტენტის პოზიციაზე

სამუშაო ადგილი: თბილისის პოლიკლინიკები

სამუშაო გრაფიკი: სრული (40 საათი კვირაში)

 

 

ძირითადი მოვალეობები:

 

  • ოჯახის ექიმის დახმარება პაციენტის მიღების/მომსახურეობის გაწევის დროს;
  • პაციენტის ვიზიტების დაგეგმვა კლინიკის ელექტრონულ პროგრამაში ქსელის მასშტაბით;
  • მომხმარებელთან კომუნიკაციისა და ექიმის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოება, ჩანაწერის გაკეთება და მონაცემების შეყვანა კლინიკის ელექტრონულ პროგრამაში;
  • პაციენტისთვის დანიშნული კვლევების ჯავშნების განხორციელება;
  • განმეორებითი კონსულტაციის დაგეგმვა პირველადი კონსულტაციის ფარგლებში;
  • ოჯახის ექიმთან ერთად პაციენტის კვლევის შედეგების გაცნობა და მომზადება შემდგომი უკუკავშირისთვის;
  • რიგის მართვის სისტემის გამოყენება;
  • საჭიროების შემთხვევაში სახელმწიფო ჯანდაცვის სამედიცინო პორტალზე მუშაობა.
  • ექიმის მიერ მითითებული დავალებების შესრულება;

 

 

ვაკანსიის მოთხოვნები:

  • აუცილებელია სამედიცინო განათლება;
  • სასურველია ჯანდაცვის სფეროში მუშაობის გამოცდილება
  • MS Office-ის პროგრამები მომხმარებლის დონეზე (Word; Excel);
  • პარტნიორობა (ურთიერთდახმარება, ურთიერთთანამშრომლობა, გუნდურობა);
  • პროფესიული განვითარებისკენ სწრაფვა;

 

 

ჩვენთან შენ მიიღებ:

  • ტრენინგი და განვითარება - “ევექსი”, როგორც განვითარებაზე ორიენტირებული კომპანია, უზრუნველყოფს სამედიცინო და არასამედიცინო მიმართულებით, თანამშრომელთა გადამზადების პროგრამებს, რომელიც მიმართულია როგორც მათ პროფესიულ, ასევე პიროვნულზრდაზე.
  • ევექსელის ბენეფიტი - ქსელის მასშტაბით, ყველა თანამშრომელს, ყოველგვარი შეზღუდვისა და ლიმიტის გარეშე, აქვს შესაძლებლობა მიიღოს:

-         50%-იანი ფასდაკლებალაბორატორიულ-ინსტრუმენტულ კვლევებზე

-         50%-მდე ფასდაკლება სტომატოლოგიურ მომასახურებზე კლინიკა “ნიუ დენტში”

-         ფასდაკლებები “ჯიპისის” და “ფარმადეპოს” სააფთიაქო ქსელში მედიკამენტებსა და თავის მოვლის საშუალებებზე.

  • ჯანმრთელობის დაზღვევა - ხელმისაწვდომია ყველა თანამშრომლისთვის.

 

 

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა:  30 ივნისი, 2024 წელი

ევექსი მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს!

 

მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი (შემდგომში აგრეთვე „კანდიდადტი“) ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია (პირადი მონაცემები, მოწოდებულ დოკუმენტებში მოცემული სხვა მონაცემები, რეზიუმე, დიპლომ(ებ)ი, სერტიფიკატ(ებ)ი და სხვა ნებისმიერი მოწოდებული დოკუმენტაცია), არის უტყუარი.

 

„კანდიდადტი“ ასევეადასტურებს, (აცხადებსთანხმობას/უფლებას აძლევს დამსაქმებელს), რათა დამსაქმებელმაგანახორციელოს მისიპერსონალური მონაცემის (ნებისმიერი მასთანდაკავშირებული ინფორმაცია, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემები) დამუშავება კანდიდატის შერჩევის ან/და დარეზერვების პროცედურების შესაბამისად. აღნიშნული უფლება ეძლევა დამსაქმებელს იმის მიუხედავად, შემდგომში გაფორმდება, თუ - არა კანდიდატსა და დამსაქმებელსშორის შრომითი ხელშეკრულება. ამასთანავე, კანდიდატი აცხადებს,რომ თანახმაამისიპერსონალური მონაცემები, გასაუბრებისა და ტესტირების შედეგები, ინახებოდეს დამსაქმებლის აპლიკანტთა სარეზერვო ბაზაში, მისიკანდიდატურის სხვა, შესაფერის ვაკანსიაზე განხილვის მიზნით, არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, რომელსაც შეიძლება შემხებლობა ჰქონდეს მისდასაქმებასთან, შესაბამისი დავის დასრულებამდე. ამასთან, სადავო გარემოებების არსებობისას, დამსაქმებელი უფლებამოსილია, მონაცემები გადასცეს შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებს. კანდიდატი ადასტურებს, რომ მას მიღებული აქვს სრული და ამომწურავი ინფორმაცია საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მისი უფლებების შესახებ, მათ შორის, იმის შესახებ, რომ მისი მოთხოვნის შემთხვევაში, მონაცემთა დამმუშავებელი/პოტენციური დამსაქმებელი ვალდებულია გაასწოროს, განაახლოს, დაამატოს, დაბლოკოს, წაშალოს ან გაანადგუროს მონაცემები, თუ ისინი არასრულია, არაზუსტია, არ არის განახლებული, ან თუ მათი შეგროვება და დამუშავება განხორციელდა კანონის საწინააღმდეგოდ. კანდიდატს ასევე განემარტებარომ მის შესახებ არსებული პერსონალური ინფორმაციის დაცვის წესების ყოველი დარღვევის ფაქტის გამოვლენის, ან დარღვევის შესახებ ეჭვის გაჩენის შემთხვევაში, ან/და პერსონალური ინფორმაციის დაცვასთან დაკავშირებით ნებისმიერი ინფორმაციის მიღების სურვილის/კითხვების არსებობის შემთხვევაში, იგი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მიმართოს დამსაქმებლის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს დამსაქმებლის სათავო ოფისში და არსებული საჭიროებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად მოკლე ვადაში მიიღოს კვალიფიციური და ოპერატიული მომსახურება.

 

დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად. მოპოვებული ინფორმაცია დამსაქმებელთან ინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, რომელსაც შეიძლება შემხებლობა ჰქონდეს კანდიდატთან ან მოპოვებულ ინფორმაციასთან, შესაბამისი დავის დასრულებამდე. ამასთან, სადავო გარემოებების არსებობისას, დამსაქმებელი უფლებამოსილია, მოპოვებული ინფორმაცია გადასცეს შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებს. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, არიქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის.

 

კომპანია ემიჯნება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.

 

გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი მონაცემები, თუ თქვენ ეთანხმებით ზემო აღნიშნულ პირობებს.

 

Apply

Apply

Application Sent Successfully

Applicatin not sent, please try again later

Attach a file
Your application has been sent successfully. We will contact you for 10 business days Interested and good luck.
Your application could not be sent. Please try again or contact us on the hotline: Hot line