მთავარი მედდა

ევექსი აცხადებს ვაკანსიას მთავარი მედდის  პოზიციაზე.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, ცოტნე დადიანი #87

სამუშაო გრაფიკი: სრული


ძირითადი მოვალეობები:

  • საექთნო საქმის ხარისხიანი მართვა;
  • სამედიცინო სახარჯო მასალისა და მედიკამენტების მარაგისა და ვადების კონტროლი, ყოველკვირეულად მათი აღწერა, ჩამოწერა პროგრამულად;
  • სამედიცინო დაწესებულებაში ჰიგიენის სტანდარტის უზრუნველყოფა;
  • ინფექციის კონტროლისა და პრევენციის პროცესის კოორდინირება;
  • ექთნების მიერ შესრულებული სამუშაოს ხარისხის და სიზუსტის კონტროლი (ქსელში დანერგილი პროტოკოლების შესაბამისად);
  • კლინიკის მიერ შემუშავებული პროცედურების (ფორმალური და არაფორმალური წესები)დაპროტოკოლების შესრულება;

 

 საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სავალდებულოა, პროფესიული კოლეჯის პრაქტიკოსი ექთნის სპეციალიზაცია ან/და უმაღლესი სამედიცინო განათლება;
  • სამუშაო გამოცდილება მედდის პოზიციაზე არანაკლებ 3 წელი;
  • სასურველია სტაციონარში მუშაობის გამოცდილება;
  • სასურველია მენეჯერული სამუშაო გამოცდილება;

 

 იროვნული კომპეტენციები/უნარები:

  • სამუშაოს დაგეგემვა/ორგანიზების უნარი;
  • პრიორიტეტის განსაზღვრის უნარი;
  • შემჭიდროვებულ ვადებში მუშაობის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • შედეგზე ორიენტირებულიობა;

 

ევექსი მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.

 

მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი (შემდგომში აგრეთვე „კანდიდადტი“) ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია (პირადი მონაცემები, მოწოდებულ დოკუმენტებში მოცემული სხვა მონაცემები, რეზიუმე, დიპლომ(ებ)ი, სერტიფიკატ(ებ)ი და სხვა ნებისმიერი მოწოდებული დოკუმენტაცია), არის უტყუარი.

 

დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად. მოპოვებული ინფორმაცია დამსაქმებელთან ინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, რომელსაც შეიძლება შემხებლობა ჰქონდეს კანდიდატთან ან მოპოვებულ ინფორმაციასთან, შესაბამისი დავის დასრულებამდე. ამასთან, სადავო გარემოებების არსებობისას, დამსაქმებელი უფლებამოსილია, მოპოვებული ინფორმაცია გადასცეს შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებს. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, არიქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის.

 

კომპანია ემიჯნება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.

 

პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის დანერგვისა და მათ დამუშავებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხისა თუ წამოჭრილი პრობლემის მაქსიმალურად ეფექტურად მართვის/გადაჭრის მიზნით, წინამდებარე თანხმობის გამცემი პირი უფლებამოსილია, კონსულტაციისთვის, ნებისმიერ დროს მიმართოს დამსაქმებლის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს და არსებული საჭიროებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად მოკლე ვადაში მიიღოს კვალიფიციური და ოპერატიული მომსახურება.

 

გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი მონაცემები, თუ თქვენ ეთანხმებით ზემო აღნიშნულ პირობებს.

 

Apply

Apply

Application Sent Successfully

Applicatin not sent, please try again later

Attach a file
Your application has been sent successfully. We will contact you for 10 business days Interested and good luck.
Your application could not be sent. Please try again or contact us on the hotline: Hot line