ევექსი კლინიკები აცხადებს შერჩევას მთავარი მედდის პოზიციაზე ქარელში.
სამუშაო გრაფიკი: სრული
ძირითადი მოვალეობები:
- ინფექციის კონტროლისა და პრევენციის პროცესის უზრუნველყოფა;
- NCDC - სთან და სჯც - სთან , კანონმდებლობით დადგენილი სტატისტიკური და საანგარიშგებო ფორმების, სასწრაფო შეტყობინებას დაქვემდებარებული დაავადებების აღრიცხვა;
- კლინიკისთვის საჭირო სწრაფი/PCR ტესტების, ვაქცინების, მათ შორის ანტირაბიული ვაქცინის მარაგის განსაზღვრა და დროული მომარაგების უზრუნველყოფა ;
- პირველადი ჯანდაცვის პროგრამების გამართვა და პროცესის სწორად მართვაზე მეთვალყურეობა საექთნო კომპეტენციების ფარგლებში, კოვიდ დიაგნოსტირება და სხვა
- სხვადასხვა ელექტრონულ მოდულებში მუშაობა;
- კლინიკაში დანერგილი სკრინინგული პროცესების მართვა, კონტროლი და შესაბამისი ანგარიშგების წარმოება( HCV HIV და ტუბერკულოზი და სხვა) ;
- სამედიცინო სახარჯი მასალისა და მედიკამენტების მარაგისა და ვადების კონტროლი, ყოველკვირეულად მათი აღწერა, ჩამოწერა პროგრამულად; მომარაგების უზრუნველყოფა.
- ყოველდღიური დალაგება, დასუფთავება, დეზინფექციის, ნარჩენების მართვის პროცესის აღრიცხვა/კონტროლი;
- დაქვემდებარებული პერსონალის მიერ დასუფთავების პროცესში გამოყენებული აპარატურის მოხმარებისა და უსაფრთხოების წესების დაცვის უზრუნველყოფა/კონტროლი;
- კლინიკის მიერშემუშავებული პროცედურების (ფორმალური და არაფორმალური წესები)და პროტოკოლების შესრულება;
- ახალი ინფორმაციის მოძიება, პრეზენტაციის მომზადება და პერსონალისათვის გაცნობა მხოლოდ უშუალო ხელმძღვანელისა და ქსელის მთავარი მედდის ვიზირების შემდეგ; მედდების უწყვეტი სამედიცინო განათლების გეგმის შედგენაში მონაწილეობა;
- მორიგეობის გრაფიკის წარმოება. მომდევნო თვის მორიგეობის გრაფიკის დამტკიცება ყოველთვიურად ერთსა და იმავე დროს მიმდინარე თვის ბოლო რიცხვში;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სავალდებულოა, პროფესიული კოლეჯის პრაქტიკოსი ექთნის სპეციალიზაცია ან/და უმაღლესი სამედიცინო განათლება;
- სამუშაო გამოცდილება მედდის პოზიციაზე არანაკლებ 3 წელი;
- სასურველია მთავარი მედდის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
პიროვნული კომპეტენციები/უნარები:
- სამუშაოს დაგეგმვა/ორგანიზების უნარი;
- პრიორიტეტის განსაზღვრის უნარი;
- შემჭიდროებულ ვადებში მუშაობის უნარი;
- სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- შედეგზე ორიენტირებულობა;
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 5 ივნისი, 2023 წელი