მარაგების მართვის სპეციალისტი

ევექსი აცხადებს ვაკანსიას მარაგების მართვის სპეციალისტის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილმდებარეობა: თბილისი, სათაო ოფისი, ვაჟა - ფშაველას #40
სამუშაო განაკვეთიორშაბათი - პარასკევი, 10:00 – 19:00

 

ძირითადი მოვალეობები:

  • კლინიკების და სათაო ოფისის მარაგების ხარჯვის კონტროლი;
  • კლინიკების დაგეგმილი ბიუჯეტისა და მათ მიერ დაფიქსირებული მოთხოვნების კონტროლი;
  •  კონტრაქტორი კომპანიებისგან, დადგენილი ლიმიტის ფარგლებში, კლინიკების მიერ მოთხოვნილი არასამედიცინო პროდუქციის შეძენა;
  • არაკონტრაქტორ კომპანიებთან, შესყიდვების სამსახურთან კოორდინირებულად, კლინიკების მიერ მოთხოვნილი პროდუქციის შეკვეთა;
  • კლინიკებისთვის მიწოდებული სამედიცინო მარაგების ზედნადებისა და პროგრამული მონაცემების დადარება და ავტორიზება;
  • კომპანიაში არსებული ნაშთების მონიტორინგი და ანალიზი;
  • პერიოდული ანგარიშგება უშუალო ხელმძღვანელთან;

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სასურველია უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;
  • აუცილებელია მარაგების მართვის მიმართულებით მუშაობის სულ მცირე 2 წლიანი  გამოცდილება;
  • სასურველია სამუშაო გამოცდილება სამედიცინო დაწესებულებაში;
  • საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა - განსაკუთრებით MS Excel;
  • სასურველია  Exact-ის ცოდნა;
  • სასურველია ინგლისური ენის ცოდნა;

 

პიროვნულიკომპეტენციები/უნარები:

  • პარტნიორობა (ურთიერთდახმარება, ურთიერთთანამშრომლობა, გუნდურობა);
  • პროფესიული განვითარებისკენ სწრაფვა;             
  • ეფექტიანი კომუნიკაციის უნარი; 
  • დროის ეფექტიანად მართვის უნარი;
  • ანალიტიკური/კრიტიკული აზროვნება;
  • შედეგზე ორიენტაცია;
  • ორგანიზებულობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • ცვალებად გარემოში სწრაფი ადაპტაციის უნარი;
  • სხვადასხვა ამოცანებზე ერთდროულად მუშაობის უნარი;
  • თანამედროვე ტექნოლოგიების, ინსტრუმენტების გამოყენების უნარი. 

 

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა:  24 სექტემბერი 2023 წელი

ევექსი მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით  დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს!

მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი (შემდგომში აგრეთვე „კანდიდადტი“) ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია (პირადი მონაცემები, მოწოდებულ დოკუმენტებში მოცემული სხვა მონაცემები, რეზიუმე, დიპლომ(ებ)ი, სერტიფიკატ(ებ)ი და სხვა ნებისმიერი მოწოდებული დოკუმენტაცია), არის უტყუარი.

დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად. მოპოვებული ინფორმაცია დამსაქმებელთან ინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, რომელსაც შეიძლება შემხებლობა ჰქონდეს კანდიდატთან ან მოპოვებულ ინფორმაციასთან, შესაბამისი დავის დასრულებამდე. ამასთან, სადავო გარემოებების არსებობისას, დამსაქმებელი უფლებამოსილია, მოპოვებული ინფორმაცია გადასცეს შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებს. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის დანერგვისა და მათ დამუშავებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხისა თუ წამოჭრილი პრობლემის მაქსიმალურად ეფექტურად მართვის/გადაჭრის მიზნით, წინამდებარე თანხმობის გამცემი პირი უფლებამოსილია, კონსულტაციისთვის, ნებისმიერ დროს მიმართოს დამსაქმებლის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს და არსებული საჭიროებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად მოკლე ვადაში მიიღოს კვალიფიციური და ოპერატიული მომსახურება.

გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაშიგამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი მონაცემები, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს.

 

Apply

Apply

Application Sent Successfully

Applicatin not sent, please try again later

Attach a file
Your application has been sent successfully. We will contact you for 10 business days Interested and good luck.
Your application could not be sent. Please try again or contact us on the hotline: Hot line