"ევექსიკლინიკები" აცხადებსშერჩევას მარაგებისმართვის სპეციალისტის პოზიციაზეთბილისში. სამუშაოსადგილმდებარეობა: თბილისი, სათავო ოფისი.სამუშაოგანაკვეთი: სრული
ძირითადიმოვალეობები:
- კლინიკების და სათავო ოფისის მარაგების ხარჯვის კონტროლი;
- კლინიკების დაგეგმილი ბიუჯეტისა და მათ მიერ დაფიქსირებული მოთხოვნების კონტროლი;
- კონტრაქტორი კომპანიებისგან, დადგენილი ლიმიტის ფარგლებში, კლინიკების მიერ მოთხოვნილი არასამედიცინო პროდუქციის შეძენა;
- არაკონტრაქტორ კომპანიებთან, შესყიდვების სამსახურთან კოორდინირებულად, კლინიკების მიერ მოთხოვნილი პროდუქციის შეკვეთა;
- კლინიკებისთვის მიწოდებული სამედიცინო მარაგების ზედნადებისა და პროგრამული მონაცემების დადარება და ავტორიზება;
- კომპანიაში არსებული ნაშთების მონიტორინგი და ანალიზი;
- პერიოდული ანგარიშგება უშუალო ხელმძღვანელთან;
- უშუალო ხელმძღვანელის მიერ მითითებული სხვადასხვა დავალების შესრულება, რაც პირდაპირ ან ირიბად დაკავშირებულია მის საქმიანობასთან.
საკვალიფიკაციომოთხოვნები:
- სასურველია უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების ან ლოჯისტიკის მიმართულებით;
- აუცილებელია მარაგების მართვის მიმართულებით მუშაობის სულ მცირე 2 წლიანი გამოცდილება;
- სასურველია სამუშაო გამოცდილება სამედიცინო დაწესებულებაში;
- საოფისეპროგრამებისმაღალდონეზეცოდნა - განსაკუთრებით MS Excel;
- სასურველია Exact-ისცოდნა;
- სასურველიაინგლისურიენისცოდნა;
პიროვნულიკომპეტენციები/უნარები:
- პარტნიორობა (ურთიერთდახმარება, ურთიერთთანამშრომლობა, გუნდურობა);
- პროფესიული განვითარებისკენ სწრაფვა;
- ეფექტიანი კომუნიკაციის უნარი;
- დროის ეფექტიანად მართვის უნარი;
- ანალიტიკური/კრიტიკული აზროვნება;
- შედეგზე ორიენტაცია;
- ორგანიზებულობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- ცვალებად გარემოში სწრაფი ადაპტაციის უნარი;
- სხვადასხვა ამოცანებზე ერთდროულად მუშაობის უნარი;
- თანამედროვე ტექნოლოგიების, ინსტრუმენტების გამოყენების უნარი.
განაცხადისმიღებისბოლოვადაა: 21ივლისი , 2022წელი
ევექსის კლინიკები მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.
მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი (შემდგომში აგრეთვე „კანდიდადტი“) ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია (პირადი მონაცემები, მოწოდებულ დოკუმენტებში მოცემული სხვა მონაცემები, რეზიუმე, დიპლომ(ებ)ი, სერტიფიკატ(ებ)ი და სხვა ნებისმიერი მოწოდებული დოკუმენტაცია), არის უტყუარი.
დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად. მოპოვებული ინფორმაცია დამსაქმებელთან ინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, რომელსაც შეიძლება შემხებლობა ჰქონდეს კანდიდატთან ან მოპოვებულ ინფორმაციასთან, შესაბამისი დავის დასრულებამდე. ამასთან, სადავო გარემოებების არსებობისას, დამსაქმებელი უფლებამოსილია, მოპოვებული ინფორმაცია გადასცეს შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებს. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის დანერგვისა და მათ დამუშავებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხისა თუ წამოჭრილი პრობლემის მაქსიმალურად ეფექტურად მართვის/გადაჭრის მიზნით, წინამდებარე თანხმობის გამცემი პირი უფლებამოსილია, კონსულტაციისთვის, ნებისმიერ დროს მიმართოს დამსაქმებლის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს და არსებული საჭიროებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად მოკლე ვადაში მიიღოს კვალიფიციური და ოპერატიული მომსახურება.
გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაშიგამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი მონაცემები, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს.