მარაგების მართვის განყოფილების უფროსი

"ევექსი კლინიკები" აცხადებს შერჩევას მარაგების მართვის განყოფილების უფროსი   პოზიციაზე თბილისში. სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, სათავო ოფისი. სამუშაო გრაფიკი: 8 საათიანი, 5 სამუშაო დღე კვირაში

 

ძირითადი მოვალეობები:

  • კომპანიის ბიზნეს ამოცანების შესაბამისად, მარაგების მართვის სრული ციკლის დაგეგმვა და მასთან დაკავშირებული პროცესების მართვა/კონტროლი;
  • კომპანიის მარაგების ოპტიმალური დაგემვის პროცესის მართვა;
  • მარაგების მიწოდების ჯაჭვის გამართვა და ეფექტიანი მართვა, მუდმივი გაუმჯობესება;
  • კომპანიის მასშტაბით, მომწოდებლებისგან  მარაგების მიღების, დასაწყობებისა და ქსელისთვის მიწოდების პოლიტიკის შემუშავება;
  • კლინიკებში, საჭირო მასალების მიწოდების უზრუნველყოფა, წინასწარ განსაზღვრული გეგმის შესაბამისად;
  • ქსელისთვის, ინვენტარის, მედიკამენტებისა და სამედიცინო სახარჯი მასალების დროულად და დაზიანების გარეშე მიწოდების პროცესის მონიტორინგი;
  • კლინიკების მიერ ბიუჯეტისა და გეგმის გადაცდომის შემთხვევაში, უშუალო ხელმძღვანელისა და ქსელის მართვის დეპარტამენტის ინფორმირება;
  • ქსელის მასშტაბით, სამედიცინო მარაგების ნაშთების კონტროლი და ინვენტარიზაციის პროცესის მართვა;
  • კლინიკებიდან ჭარბი რაოდენობის მედიკამენტებისა და სამედიცინო მასალების, ასეთის არსებობის შემთხვევაში, საწყობში მიღებისა და საჭიროებისამებრ, სხვა კლინიკებში გადანაწილების მონიტორინგი;
  • მარაგების მართვის განყოფილების სამუშაო პროცესის მართვა; დაქვემდებარებულების მიერ, სამუშაოს შესრულების ხარისხისა და ვადების კონტროლი;

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირების, ლოჯისტიკის მიმართულებით;
  • აუცილებელია ლოჯისტიკური ან მარაგების მართვის მიმართულებით, მუშაობის სულ მცირე 5 წლიანი  გამოცდილება, აქედან 2 წელი მენეჯერულ პოზიციაზე;
  • საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა - განსაკუთრებით MS Excel;
  • სასურველია ინგლისური ენის ცოდნა;

 

 

პიროვნულიკომპეტენციები/უნარები:

  • პარტნიორობა
  • პროფესიული განვითარებისკენ სწრაფვა;    
  • დროის ეფექტიანად მართვის უნარი;
  • ანალიტიკური/კრიტიკული აზროვნება;
  • შედეგზე ორიენტაცია;
  • ორგანიზებულობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • თანამედროვე ტექნოლოგიების, ინსტრუმენტების გამოყენების უნარი.

 

 

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა:  15 ივლისი  , 2022წელი

 

ევექსის კლინიკები მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით  დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.

მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი (შემდგომში აგრეთვე „კანდიდადტი“) ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია (პირადი მონაცემები, მოწოდებულ დოკუმენტებში მოცემული სხვა მონაცემები, რეზიუმე, დიპლომ(ებ)ი, სერტიფიკატ(ებ)ი და სხვა ნებისმიერი მოწოდებული დოკუმენტაცია), არის უტყუარი.

დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად. მოპოვებული ინფორმაცია დამსაქმებელთან ინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, რომელსაც შეიძლება შემხებლობა ჰქონდეს კანდიდატთან ან მოპოვებულ ინფორმაციასთან, შესაბამისი დავის დასრულებამდე. ამასთან, სადავო გარემოებების არსებობისას, დამსაქმებელი უფლებამოსილია, მოპოვებული ინფორმაცია გადასცეს შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებს. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის დანერგვისა და მათ დამუშავებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხისა თუ წამოჭრილი პრობლემის მაქსიმალურად ეფექტურად მართვის/გადაჭრის მიზნით, წინამდებარე თანხმობის გამცემი პირი უფლებამოსილია, კონსულტაციისთვის, ნებისმიერ დროს მიმართოს დამსაქმებლის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს და არსებული საჭიროებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად მოკლე ვადაში მიიღოს კვალიფიციური და ოპერატიული მომსახურება.

გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაშიგამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი მონაცემები, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს.




Apply

Apply

Application Sent Successfully

Applicatin not sent, please try again later

Attach a file
Your application has been sent successfully. We will contact you for 10 business days Interested and good luck.
Your application could not be sent. Please try again or contact us on the hotline: Hot line