ევექსი აცხადებს ვაკანსიას კანცელარიის სპეციალისტის პოზიციაზე
სამუშაო ადგილი: თბილისი, ვაჟა-ფშაველას #40
სამუშაო გრაფიკი: 8 საათიანი, 5 სამუშაო დღე კვირაში
ძირითადი მოვალეობები:
- კომპანიის სახელზე შემოსული და გასული კორესპონდენციისა და ოფიციალური დოკუმენტაციის ადმინისტრირების პროცესის მართვა, მათ შორის, დოკუმენტაციის მიღება, შენახვა, აღრიცხვა,შესაბამის პირთათვის გაცნობა/გადაცემა, გაგზავნა, ხელმოწერების უზრუნველყოფა და სხვა;
- კომპანიის ოფიციალური დოკუმენტაციის რეესტრისა და ელექტრონული არქივის წარმოება;
- მივლინებასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის ადმინისტრირება;
- საკურიერო სამსახურებთან კომუნიკაცია;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება;
- საოფისე პროგრამების ცოდნა;
პიროვნული კომპეტენციები/უნარები:
- პარტნიორობა (ურთიერთდახმარება, ურთიერთთანამშრომლობა, გუნდურობა);
- პროფესიული განვითარებისკენ სწრაფვა;
- დროის ეფექტიანად მართვის უნარი;
- ორგანიზებულობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 20 დეკემბერი, 2023 წელი.
ევექსი მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს!
მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი (შემდგომში აგრეთვე „კანდიდადტი“) ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია (პირადი მონაცემები, მოწოდებულ დოკუმენტებში მოცემული სხვა მონაცემები, რეზიუმე, დიპლომ(ებ)ი, სერტიფიკატ(ებ)ი და სხვა ნებისმიერი მოწოდებული დოკუმენტაცია), არის უტყუარი.
დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად. მოპოვებული ინფორმაცია დამსაქმებელთან ინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, რომელსაც შეიძლება შემხებლობა ჰქონდეს კანდიდატთან ან მოპოვებულ ინფორმაციასთან, შესაბამისი დავის დასრულებამდე. ამასთან, სადავო გარემოებების არსებობისას, დამსაქმებელი უფლებამოსილია, მოპოვებული ინფორმაცია გადასცეს შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებს. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, არიქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის.
კომპანია ემიჯნება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის დანერგვისა და მათ დამუშავებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხისა თუ წამოჭრილი პრობლემის მაქსიმალურად ეფექტურად მართვის/გადაჭრის მიზნით, წინამდებარე თანხმობის გამცემი პირი უფლებამოსილია, კონსულტაციისთვის, ნებისმიერ დროს მიმართოს დამსაქმებლის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს და არსებული საჭიროებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად მოკლე ვადაში მიიღოს კვალიფიციური და ოპერატიული მომსახურება.
გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი მონაცემები, თუ თქვენ ეთანხმებით ზემო აღნიშნულ პირობებს.