ფინანსური რეპორტინგისა და ანალიტიკის სპეციალისტი

საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი აცხადებს შერჩევას ფინანსური რეპორტინგისა და ანალიტიკის სპეციალისტის პოზიციაზე.
სამუშაოს ადგილმდებარეობა:  სათავო ოფისი, ბელიაშვილის ქ. 142
სამუშაო განრიგი: 8 საათიანი, 5 სამუშაო დღე

ძირითადი მოვალეობები:

  • ყოველდღიური, ყოველკვირეული, ყოველთვიური, კვარტლური და წლიური რეპორტების მომზადებაში მონაწილეობის მიღება; 
  • სხვადასხვა მონაცემების დამუშავება და ზუსტი და დროული რეპორტების წარდგენა;  
  • მოთხოვნის შესაბამისად, ერთჯერადი რეპორტების მომზადება სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულისთვის;   
  • საერთაშორისო აუდიტორებთან და სხვა კონსულტანტებთან ურთიერთობა; 
  • ბიუჯეტირების პროცესში მონაწილეობის მიღება და მისი მონიტორინგი; 
  • ყოველდღიურად შემდეგი რეპორტების მომზადება, ხელმძღვანელისთვის და შესაბამისი/დაინტერესებული სტრუქტურული ერთეულისთვის მიწოდება: Cashflow, კლინიკების ჭრილში Daily Revenue;
  • ყოველთვიურად შემდეგი რეპორტების მომზადება, ხელმძღვანელისთვის და შესაბამისი/დაინტერესებული სტრუქტურული ერთეულისთვის მიწოდება: Month Closer და Board Report, Manual Adjustment, ბიზნეს ერთეულების მიხედვით G&A, Utility და სხვა საოპერაციო შემოსავლების/ხარჯების რეპორტები, სამედიცინო (არსებული მარაგების და ხარჯების) მარაგების რეპორტი.
  • საჭიროების შემთხვევაში, დამატებით სხვა რეპორტების მომზადება; 
  • Exact-დან რეპორტისთვის ინფორმაციის ამოღება და დამუშავება; 
  • ძირითადი საშუალებების რეესტრის მომზადება და Exact-ის მიერ გადათვლილი ცვეთის სისწორის შემოწმება;  
  • KPI რეპორტის მომზადების პროცესში მონაწილეობა; 
  • ჩატარებული აქტივობების მუდმივი შეფასება და რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან.



საკვალიფიკაციო
მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირებისან ფინანსების მიმართულებით;
  • აუცილებელია შესაბამისი მიმართულებით მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება; 
  • სასურველია სამედიცინო სფეროში მუშაობის გამოცდილება;
  • საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა - განსაკუთრებით MS Excel;
  • ფინანსური აღრიცხვების პრინციპების ცოდნა;
  • SQL მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება;
  • სასურველია ინგლისური ენის ცოდნა.

  

პიროვნულიკომპეტენციები/უნარები:

  • პარტნიორობა (ურთიერთდახმარება, ურთიერთთანამშრომლობა, გუნდურობა);
  • პროფესიული განვითარებისკენ სწრაფვა;
  • ეფექტიანი კომუნიკაციის უნარი;           
  • დროის ეფექტიანად მართვის უნარი;
  • ანალიტიკური/კრიტიკული აზროვნება;
  • შედეგზე ორიენტაცია;
  • ორგანიზებულობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • ცვალებად გარემოში სწრაფი ადაპტაციის უნარი;
  • სხვადასხვა ამოცანებზე ერთდროულად მუშაობის უნარი.
  • თანამედროვე ტექნოლოგიების, ინსტრუმენტების გამოყენების უნარი.

 

განაცხადის მიღებისბოლოვადაა: 11 იანვარი, 2024 წ.

 

ევექსი მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს!

 

მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი (შემდგომში აგრეთვე „კანდიდადტი“) ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია (პირადი მონაცემები, მოწოდებულ დოკუმენტებში მოცემული სხვა მონაცემები, რეზიუმე, დიპლომ(ებ)ი, სერტიფიკატ(ებ)ი და სხვა ნებისმიერი მოწოდებული დოკუმენტაცია), არის უტყუარი.

დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად. მოპოვებული ინფორმაცია დამსაქმებელთან ინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, რომელსაც შეიძლება შემხებლობა ჰქონდეს კანდიდატთან ან მოპოვებულ ინფორმაციასთან, შესაბამისი დავის დასრულებამდე. ამასთან, სადავო გარემოებების არსებობისას, დამსაქმებელი უფლებამოსილია, მოპოვებული ინფორმაცია გადასცეს შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებს. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, არიქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის.

კომპანია ემიჯნება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის დანერგვისა და მათ დამუშავებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხისა თუ წამოჭრილი პრობლემის მაქსიმალურად ეფექტურად მართვის/გადაჭრის მიზნით, წინამდებარე თანხმობის გამცემი პირი უფლებამოსილია, კონსულტაციისთვის, ნებისმიერ დროს მიმართოს დამსაქმებლის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს და არსებული საჭიროებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად მოკლე ვადაში მიიღოს კვალიფიციური და ოპერატიული მომსახურება.

გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი მონაცემები, თუ თქვენ ეთანხმებით ზემო აღნიშნულ პირობებს.

 

Apply

Apply

Application Sent Successfully

Applicatin not sent, please try again later

Attach a file
Your application has been sent successfully. We will contact you for 10 business days Interested and good luck.
Your application could not be sent. Please try again or contact us on the hotline: Hot line