დისტანციური არხების განვითარების მენეჯერი

ევექსის კლინიკები აცხადებს  შერჩევას დისტანციური არხების განვითარების მენეჯერის პოზიციაზე. 

სამუშაოს ადგილმდებარეობა:  თბილისი, სათავო ოფისი

სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი

ძირითადი მოვალეობები:

  • პაციენტზე მორგებული დისტანციური არხების ფუნქციების განსაზღვრა;
  • ადგილობრივ და სამედიცინო ბაზარზე არსებული დისტანციური პროდუქტების შესწავლა, შემდგომში საუკეთესო ფუნქციების ადაპტირებული ვერსიით დანერგვის მიზნით;
  • დისტანციური პროდუქტების შექმნა/განახლება/განვითარების ინიცირება;
  • ამოცანის დაწერა დამკვეთის მოთხოვნების გათვალისწინებით;
  • ამოცანის განხორციელებისთვის შესაბამის სტრუქტულ ერთეულებთან კოორდინირებული თანამშრომლობა;
  • ფუქნციების გატესტვა ხარვეზების აღმოჩენის მიზნით;
  • ბაზარზე ტექნოლოგიური პრაქტიკის და სიახლეების მუდმივი კვლევა და ანალიზი;
  • დისტანციური პროდუქტების თანამშრომლებისთვის სწავლება;
  • სწავლების სამოქმედო გეგმის შედგენა, შეთანხმება შესაბამის სამსახურებთან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება, სასურველია IT მენეჯმენტის მიმართულებით;
  • მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება დისტანციური/ციფრული პროდუქტების შექმნის/ადმინისტრირების მიმართულებით;
  • საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა;
  • ინგლისური ენის ცოდნა;

პიროვნულიკომპეტენციები/უნარები:

  • ეფექტური და პოზიტიური კომუნიკაციის უნარი;
  • ინიციატივების გამოჩენა სიახლეების დანერგვის კუთხით;
  • ანალიტიკური/კრიტიკული აზროვნება;
  • ცვლილებებზე სწრაფად ადაპტირება;
  • შედეგზე ორიენტაცია;
  • დამოუკიდებლობა/ პასუხისმგებლობა.


ევექსი კლინიკები  მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით  დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.

მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი (შემდგომში აგრეთვე „კანდიდადტი“) ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია (პირადი მონაცემები, მოწოდებულ დოკუმენტებში მოცემული სხვა მონაცემები, რეზიუმე, დიპლომ(ებ)ი, სერტიფიკატ(ებ)ი და სხვა ნებისმიერი მოწოდებული დოკუმენტაცია), არის უტყუარი.
დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად. მოპოვებული ინფორმაცია დამსაქმებელთან ინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, რომელსაც შეიძლება შემხებლობა ჰქონდეს კანდიდატთან ან მოპოვებულ ინფორმაციასთან, შესაბამისი დავის დასრულებამდე. ამასთან, სადავო გარემოებების არსებობისას, დამსაქმებელი უფლებამოსილია, მოპოვებული ინფორმაცია გადასცეს შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებს. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის დანერგვისა და მათ დამუშავებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხისა თუ წამოჭრილი პრობლემის მაქსიმალურად ეფექტურად მართვის/გადაჭრის მიზნით, წინამდებარე თანხმობის გამცემი პირი უფლებამოსილია, კონსულტაციისთვის, ნებისმიერ დროს მიმართოს დამსაქმებლის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს და არსებული საჭიროებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად მოკლე ვადაში მიიღოს კვალიფიციური და ოპერატიული მომსახურება.
Apply

Apply

Application Sent Successfully

Applicatin not sent, please try again later

Attach a file
Your application has been sent successfully. We will contact you for 10 business days Interested and good luck.
Your application could not be sent. Please try again or contact us on the hotline: Hot line