"ევექსი კლინიკები" აცხადებს შერჩევას აქტივების მართვისა და სამეურნეო მხარდაჭერის განყოფილების უფროსის პოზიციაზე თბილისში.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, სათავო ოფისი.
სამუშაო გრაფიკი: 8 საათიანი, 5 სამუშაო დღე კვირაში
ძირითადიმოვალეობები:
- კომპანიის აქტივების/ქონების განკარგვა, კანონმდებლობისა და დადგენილი სტანდარტების შესაბამისად;
- უძრავი/მოძრავი ქონების ბიუჯეტის შემუშავება და გახარჯვის მონიტორინგი;
- კომპანიის საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული უძრავი/მოძრავი ქონების აღრიცხვისა და ინვენტარიზაციის პროცესის მუდმივი გაუმჯობესება და აღსრულების უზრუნველყოფა;
- კომპანიის საკუთრებაში არსებული ან პოტენციური უძრავი ქონების რეგისტრაციის, გაფორმების, გადაფორმების პროცესების მართვა;
- ქონების შექმნის, შეძენის, პრივატიზების, სარგებლობაში გადაცემის ან გაყიდვის საკითხებზე დოკუმენტაციის მომზადების პროცესის მართვა;
- საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი სამსახურებიდან ნებართვების მოპოვება;
- ინფრასტრუქტურული პროექტების მართვა, არსებული ქონებისკ ეთილმოწყობის, რემონტისა თუ ახალი შენობების აშენების პროცესების მონიტორინგი;
- ინვენტარის შესყიდვის მიზნობრიობისა და საჭიროების დადგენა, საწყობში არსებულ მარაგებთან შედარება;
- საჭიროების შემთხვევაში, დადგენილი ლიმიტის ფარგლებში, შესყიდვების განხორციელება;
- საქვეანგარიშოდ გამოყოფილი თანხების ხარჯვის რაპორტინგი და უშუალო ხელმძღვანელისთვის მიწოდება, დადგენილი პერიოდულობით;
- კონტრაქტორი კომპანიების მოძიების, მოლაპარაკების წარმოების, ხელშეკრულების გაფორმებისა და შესრულების მონიტორნიგი;
- პერიოდული რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან;
- სტრუქტურული ერთეულის ბიუჯეტირების პროცესში მონაწილეობის მიღება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესიგანათლებაბიზნესისადმინისტრირების, სამშენებლო, ინჟინერიის ან რელევანტურიმიმართულებით;
- აუცილებელია მსგავსი მიმართულებით მუშაობის სულ მცირე 5 წლიანი გამოცდილება, აქედან 2 წელი მენეჯერულ პოზიციაზე;
- საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა;
- სასურველია ინგლისურიენის ცოდნა; (B2)
პიროვნულიკომპეტენციები/უნარები:
- პროფესიული განვითარებისკენ სწრაფვა;
- გუნდის მართვის უნარი;
- ეფექტიანი კომუნიკაციის უნარი;
- პრეზენტაციის უნარი;
- ანალიტიკური/კრიტიკული აზროვნება;
- შედეგზე ორიენტაცია;
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 10 აგვისტო , 2022წელი
ევექსის კლინიკები მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.
მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი (შემდგომში აგრეთვე „კანდიდადტი“) ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია (პირადი მონაცემები, მოწოდებულ დოკუმენტებში მოცემული სხვა მონაცემები, რეზიუმე, დიპლომ(ებ)ი, სერტიფიკატ(ებ)ი და სხვა ნებისმიერი მოწოდებული დოკუმენტაცია), არის უტყუარი.
დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად. მოპოვებული ინფორმაცია დამსაქმებელთან ინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, რომელსაც შეიძლება შემხებლობა ჰქონდეს კანდიდატთან ან მოპოვებულ ინფორმაციასთან, შესაბამისი დავის დასრულებამდე. ამასთან, სადავო გარემოებების არსებობისას, დამსაქმებელი უფლებამოსილია, მოპოვებული ინფორმაცია გადასცეს შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებს. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის დანერგვისა და მათ დამუშავებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხისა თუ წამოჭრილი პრობლემის მაქსიმალურად ეფექტურად მართვის/გადაჭრის მიზნით, წინამდებარე თანხმობის გამცემი პირი უფლებამოსილია, კონსულტაციისთვის, ნებისმიერ დროს მიმართოს დამსაქმებლის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს და არსებული საჭიროებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად მოკლე ვადაში მიიღოს კვალიფიციური და ოპერატიული მომსახურება.
გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაშიგამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი მონაცემები, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს.