ევექსი აცხადებს შერჩევას ადმინისტრატორის პოზიციაზე ბავშვთა განვითარების ცენტრში.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, საბურთალო
ძირითადი მოვალეობები:
- მომხმარებლების ისტორიების დამუშავება, დოკუმენტაციის სისრულისა და სიზუსტის უზრუნველყოფა;
- მომხმარებლებთან სატელეფონო კომუნიკაციის დამყარება, კომპანიაში დადგენილი სტანდარტებისა და ინსტრუქციების შესაბამისად;
- შემომავალი ზარების საშუალებით, მომხმარებლებისთვის წინასწარ დადგენილი ინფორმაციის მიწოდება, მათი საჭიროებების იდენტიფიცირება, კონსულტირება შესაბამისი პროდუქტების, მომსახურებისა და პირობების შესახებ;
- გამავალი ზარების საშუალებით, მომხმარებლებთან სატელეფონო კომუნიკაციის დამყარება და ინფორმაციის დაზუსტება/შეხსენება ვიზიტის თაობაზე;
- ყოველდღიურად, სალაროს ნაშთის კონტროლი, უზუსტობის, პროგრამაში შეცდომით დადასტურებული თანხების რედაქტირების ან დავალიანების აღმოჩენის შემთხვევაში, რეგისტრატორებთან საკითხის დაზუსტება;
- წინასწარ დადგენილი სტანდარტებისა და ვადების შესაბამისად, ცენტრის შემოსავლების დამუშავება და დოკუმენტაციის სიზუსტის უზრუნველყოფა;
- ყოველთვიურად, სალაროს ინვენტარიზაცია, სალაროსა და პროგრამის მონაცემების ანალიზი და სათავო ოფისის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ინფორმირება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება, სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების, ჯანდაცვის მენეჯმენტის მიმართულებით;
- აუცილებელია შესაბამისი მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
- სასურველია ჯანდაცვის სფეროში მუშაობის გამოცდილება;
- საოფისე პროგრამების საშუალო დონეზე ცოდნა;
- სასურველია, სახელმწიფო სადაზღვევო სააგენტოს პორტალზე მუშაობის პრინიციპების ცოდნა;
- სასურველია, ჯანდაცვის სამინისტროს დადგენილებების ცოდნა საყოველთაო ჯანდაცვისა და ვერტიკალური პროგრამების შესახებ;
კომპეტენციებიდა პიროვნული უნარები
- პარტნიორობა (ურთიერთდახმარება, ურთიერთთანამშრომლობა, გუნდურობა);
- პროფესიული განვითარებისკენ სწრაფვა;
- ეფექტიანი კომუნიკაციის უნარი;
- დროის ეფექტიანად მართვის უნარი;
- ანალიტიკური/კრიტიკული აზროვნება;
- შედეგზე ორიენტაცია;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- თანამედროვე ტექნოლოგიების, ინსტრუმენტების გამოყენების უნარი;
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 27 ნოემბერი, 2023 წელი
ევექსი მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.
მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი (შემდგომში აგრეთვე „კანდიდატი“) ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია (პირადი მონაცემები, მოწოდებულ დოკუმენტებში მოცემული სხვა მონაცემები, რეზიუმე, დიპლომ(ებ)ი, სერტიფიკატ(ებ)ი და სხვა ნებისმიერი მოწოდებული დოკუმენტაცია), არის უტყუარი.
დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად. მოპოვებული ინფორმაცია დამსაქმებელთან ინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, რომელსაც შეიძლება შემხებლობა ჰქონდეს კანდიდატთან ან მოპოვებულ ინფორმაციასთან, შესაბამისი დავის დასრულებამდე. ამასთან, სადავო გარემოებების არსებობისას, დამსაქმებელი უფლებამოსილია, მოპოვებული ინფორმაცია გადასცეს შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებს. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის დანერგვისა და მათ დამუშავებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხისა თუ წამოჭრილი პრობლემის მაქსიმალურად ეფექტურად მართვის/გადაჭრის მიზნით, წინამდებარე თანხმობის გამცემი პირი უფლებამოსილია, კონსულტაციისთვის, ნებისმიერ დროს მიმართოს დამსაქმებლის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს და არსებული საჭიროებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად მოკლე ვადაში მიიღოს კვალიფიციური და ოპერატიული მომსახურება.
გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი მონაცემები, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს.