ევექსი აცხადებს შერჩევას ადმინისტრაციული კოორდინატორის პოზიციაზე ბავშვთა განვითარების ცენტრში.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, ბახტრიონის ქ. #10ა
ძირითადი მოვალეობები:
- ცენტრის სამუშაო პროცესების ადმინისტრაციული კუთხით მხარდაჭერა;
- რეგისტრატურის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
- ცენტრის ახალი თანამშრომლის შერჩევის პროცესის ინიცირება, სათავო ოფისის ადამიანური რესურსების მართვისა და ორგანიზაციული განვითარების დეპარტამენტთან;
- ახალი თანამშრომლის დანიშვნისთვის, წინასწარ განსაზღვრული, აუცილებელი დოკუმენტაციის შეგროვება, სათავო ოფისისთვის ელექტრონული სახით მიწოდება, შესაბამის პროგრამაში ატვირთვა და მატერიალური სახით დაარქივება;
- ახალ თანამშრომლებთან შრომით ხელშეკრულების გაფორმება და სათავო ოფისში გაგზავნა, როგორც მატერიალური, ისე ელექტრონული სახით;
- ბუქინგთან დაკავშირებული ცვლილებების შესახებ, რეგისტრატურის ინფორმირება, ჩაწერილი მომხმარებლების ინფორმირებისა და ალტერნატივების შეთავაზების მიზნით;
- ახალი და არსებული სპეციალისტების დატრენინგების პროცესის მართვა, ცვლილებების შესახებ ინფორმაციის მიწოდების უზრუნველყოფა;
- არასამედიცინო მარაგებზე კლინკის საჭიროებების განსაზღვრა, სტანდარტული, დამატებითი და არასტანადრტული დაკვეთების განხორციელება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება, სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების, ჯანდაცვის მენეჯმენტის მიმართულებით;
- აუცილებელია ოფის მენეჯერის პოზიციაზე ან ადმინისტრირების მიმართულებით მუშაობის 1-2 წლიანი გამოცდილება;
- სასურველია ჯანდაცვის სფეროში მუშაობის გამოცდილება;
- საოფისე პროგრამების საშუალო დონეზე ცოდნა;
- სასურველია შრომით-საკანონმდებლო დოკუმენტაციებთან მუშაობის გამოცდილება;
კომპეტენციები და პიროვნული უნარები
- პარტნიორობა (ურთიერთდახმარება, ურთიერთთანამშრომლობა, გუნდურობა);
- პროფესიული განვითარებისკენ სწრაფვა;
- ეფექტიანი კომუნიკაციის უნარი;
- დროის ეფექტიანად მართვის უნარი;
- ანალიტიკური/კრიტიკული აზროვნება;
- შედეგზე ორიენტაცია;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- თანამედროვე ტექნოლოგიების, ინსტრუმენტების გამოყენების უნარი;
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 30 ნოემბერი, 2023 წელი.
ევექსი მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.
მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი (შემდგომში აგრეთვე „კანდიდატი“) ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია (პირადი მონაცემები, მოწოდებულ დოკუმენტებში მოცემული სხვა მონაცემები, რეზიუმე, დიპლომ(ებ)ი, სერტიფიკატ(ებ)ი და სხვა ნებისმიერი მოწოდებული დოკუმენტაცია), არის უტყუარი.
დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად. მოპოვებული ინფორმაცია დამსაქმებელთან ინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, რომელსაც შეიძლება შემხებლობა ჰქონდეს კანდიდატთან ან მოპოვებულ ინფორმაციასთან, შესაბამისი დავის დასრულებამდე. ამასთან, სადავო გარემოებების არსებობისას, დამსაქმებელი უფლებამოსილია, მოპოვებული ინფორმაცია გადასცეს შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებს. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის დანერგვისა და მათ დამუშავებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხისა თუ წამოჭრილი პრობლემის მაქსიმალურად ეფექტურად მართვის/გადაჭრის მიზნით, წინამდებარე თანხმობის გამცემი პირი უფლებამოსილია, კონსულტაციისთვის, ნებისმიერ დროს მიმართოს დამსაქმებლის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს და არსებული საჭიროებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად მოკლე ვადაში მიიღოს კვალიფიციური და ოპერატიული მომსახურება.
გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი მონაცემები, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს.