ცერებრალური დამბლით დაავადებულ ბავშვთა აბლიტაცია/რეაბილიტაციის ქვეპროგრამა

რას მოიცავს

  • რეაბილიტაციის გაკვეთილებს/სეანსებს
  • ოჯახის ექიმის ან ნევროლოგის კონსულტაციის შემდეგ გაიცემა ფორმა 100 შესაბამისი დიაგნოზის მითითებით, რომელსაც აბარებს აჭარის შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში, იღებს ვაუჩერს, რომელსაც წარადგენს კლინიკაში და საბოლოოდ ხდება რეაბილიტაციის კურსის დაგეგმვა სპეციალისტის მიერ




ვინ არის მოსარგებლე

  • ბავშვთა ცერებრალური დამბლის, კუნთების პირველადი დაზიანების, ცენტრალური ნერვული სისტემის ანთებითი და სისხლძარღვოვანი დაავადებების ნარჩენი მოვლენების, ეპილეფსიის, სპინური კუნთოვანი ატროფიისა და მასთან დაკავშირებული სინდრომების, კუნთოვანი დისტროფიის, თანდაყოლილი მიოპათიების, კუნთების სხვა (მათ შორის დაუზუსტებელი) დაზიანების, ჰემიპლეგიის, პარაპლეგიის და ტეტრაპლეგიის მქონე 3 წლამდე ასაკის ბავშვები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 18 წლამდე ასაკის ბავშვები

რას ემსახურება პროგრამა

  • სიცოცხლის უნარის გაუმჯობესება, სოციუმში მაქსიმალური ინტეგრაცია, საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩართვის შესაძლებლობა.ოჯახის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება.

პროგრამაში ჩართული კლინიკები