- რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ევექსი კლინიკების ნებისმიერ ფილიალს, წარადგინეთ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და გაიარეთ რეგისტრაცია (არასრულწლოვნის შემთხვევაში აუცილებელია დაბადების მოწმობა და მშობლის/მეურვის პირადობა ან პასპორტი)
- ან შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ნომერზე: 0322 55 05 05, დააფიქსიროთ მოთხოვნა და სერვისის გამარტივების მიზნით ჩვენი წარმომადგენელი თქვენთვის სასურველ მისამართზე გესტუმრებათ
- ან შეგიძლიათ გადახვიდეთ „რეგისტრაციის“ ღილაკზე და დაგვიტოვოთ თქვენი მონაცემები, ჩვენ დაგიკავშირდებით
დამატებითი ინფორმაცია დაფინანსების სხვა წყაროებზე
სახელმწიფო პროგრამებით დაუფარავ სერვისებზე თქვენ გაქვთ დამატებით დაფინანსების მოპოვების შესაძლებლობა. ამისთვის, საჭიროა მიმართოთ ევექსი კლინიკების ოჯახის ექიმს და ფორმა 100-ის საფუძველზე მოითხოვოთ ჯანდაცვის სამინისტროში, ადგილობრივ რაიონულ გამგეობებში ან მერიაში დამატებითი დაფინანსება თქვენთვის საჭირო სამედიცინო გამოკვლევებზე. ეს ეხება, როგორც გეგმიურ, ისე გადაუდებელ ქირურგიასა და სხვა მაღალტექნოლოგიურ გამოკვლევებს.