ევექსმობილი „სმარტ“-სა და „ვისოლ“-ში
საქართველოში კორონავირუსის პირველივე შემთხვევის დაფიქსირებისთანავე ევექსი კლინიკებმა კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პროექტი დაიწყო.
იმისათვის, რომ ქალაქი არ გაჩერებულიყო, ევექსი კლინიკებმა საინფორმაციო და სამედიცინო მხარდაჭერა გამოუცხადა იმ ადამიანებს, ვისაც ხშირად უხდებათ ხალხმრავალ ადგილებში ყოფნა.
სოციალური პასუხისმგებლობის პროექტის ფარგლებში ჩაერთო „ევექსი კლინიკების“ მოძრავი კლინიკაც.
ევექსი კლინიკები სპეციალურად გადამზადებული მობილური ჯგუფით და ევექსმობილით ეწვია კომპანიებს. შემოწმდა ისეთი პროფესიის ადამიანები, რომლებიც ვერ ახერხებენ დისტანციურად მუშაობას: ადმინისტრაციული თანამშრომლები, ჟურნალისტები, მძღოლები, კურიერები, დისტრიბუტორები და სხვა.
ევექსმობილი პროექტის ფარგლებში იმყოფებოდა „ვისოლსა“ და „სმარტში“. კომპანიის 300-ზე მეტ თანამშრომელს ევექსმობილის ექიმებმა კონსულტაცია გაუწიეს და კორონავირუსისაგან თავის დასაცავი რეკომენდაციები მისეცეს.
ევექსი კლინიკების მობილურმა ჯგუფმა, პანდემიის დაწყებიდან 1 თვის განმავლობაში შეამოწმა 50-მდე კომპანიის 5000-მდე თანამშრომელი.