22 March, 2019

ნეფროლოგიურ-უროლოგიური სკრინინგი

29 მარტს, სამედიცინო კორპორაცია ევექსის კლინიკების-ქუთაისის ონკოლოგიურ ცენტრსა და ზ. ცხაკაიას სახელობის დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრის ბაზაზე, ნეფროლოგიურ-უროლოგიური სკრინინგი ჩატარდება. მომსახურება გაეწევა როგორც მოზრდილ, ასევე პედიატრიული ასაკის პაციენტებს

 

ქუთაისის ონკოლოგიურ ცენტრში პაციენტებს კონსულტაციას გაუწევენ: უროლოგები, ნეფროლოგები, პროფესორ კობა კიკნაველიძის და ნეფროლოგიური სამსახურის უფროს მარინა დადუნაშვილის ხელმძღვანელობით

 

ზ.ცხაკაიას სახელობის დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრში 0დან-16 წლამდე ასაკის ბავშვებს კონსულტაციას გაუწევს დასავლეთ საქართველოში ერთადერთი ბავშვთა ნეფროლოგი მადონა გელაშვილიკონსულტაცია უფასოა, პაციენტები ისარგებლებენ ლაბორატორიულ და ინსტრუმენტულ კვლევებზე 50% იანი ფასდაკლებით

 

მიღება: 29 მარტი - 10:00 დან 17:00 საათამდე

 

წარმოებს წინასწარი ჩაწერა: 2 55 05 05