ჰიპერტენზია - ჩუმი მკვლელი, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გლობალური საფრთხე!
საზოგადოების უმეტესობამ სწორად არ იცის რა არის მისი წნევის მაჩვენებელი.
იმისთვის რომ დროულად მოხდეს ჰიპერტენზიის პრევენცია საჭიროა:
- იცოდეთ ზუსტად რა არის თქვენი წნევა
- აკონტროლოთ წნევის მაჩვენებელი
- საჭიროების შემთხვევაში დროულად უმკურნალოთ ჰიპერტენზიის გამომწვევ მიზეზებს
ჰიპერტენზია გულსისხლძარღვთა დაავადებების ძირითად რისკის ფაქტორს
წარმოადგენს !
გამომწვევი მიზეზები და რისკები:
- გენეტიკური ფაქტორები
- ასაკი და სქესი
- ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება
- თამბაქოს მოხმარება
- სტრესი და ფსიქიკური დაძაბულობა
- ათეროსკლეროზი
- მარილის ჭარბი მოხმარება
- დაბალი ფიზიკური აქტივობა
- ჭარბი წონა
- არაჯანსაღი კვება
ევექსის პოლიკლინიკების ქსელში ორი კვირის განმავლობაში მომხმარებლებს საშუალება ექნება ჩაიტაროს წნევის მონიტორინგი
18 თებერვლიდან 22 თებერვლის ჩათვლით:
ევექსის საბურთალოს პოლიკლინიკა - ვაჟა ფშაველას 40
ევექსის ისნის პოლიკლინიკა - ქ. წამებულის 69
ევექსის გლდანის პოლიკლინიკა - გლდანის I მკ/რ, კარტოგრაფიის ფაბრიკის მიმდებარედ
25 თებერვლიდან 1 მარტის ჩათვლით:
ევექსის მთაწმინდის პოლიკლინიკა - ვეკუას ქ.3
ევექსის ვარკეთილის პოლიკლინიკა - ჯავახეთის ქ. 40