19 April, 2021

ევექსი კლინიკებმა კოვიდ გადატანილი პაციენტებისთვის პოსტ-კოვიდ მხარდაჭერის პროგრამა დაიწყო

ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადებისაგან გამოჯანმრთელების შემდეგ თავს იჩენს სხვადასხვა ჩივილი. სიმპტომების სპექტრი ფართოა და შესაძლოა მოიცავდეს როგორც ახალ, ასევე უკვე არსებულ, COVID-19-ის გახანგრძლივებულ სიმპტომებს.

ევექსი კლინიკების კლინიკურმა გუნდმა, პანდემიის ფარგლებში, შეისწავლა მსოფლიოში პოსტ-კოვიდ სინდრომის ამ მომენტისთვის არსებული გამოცდილება, რეკომენდაციები და კოვიდ გადატანილი პაციენტებისთვის შექმნა პოსტ-კოვიდ პროგრამა და რეკომენდირებული გამოკვლევების ჯგუფები.

პოსტ-კოვიდ პროგრამის ფარგლებში ევექსი კლინიკების კლუნიკური გუნდის მიერ სპეციალური ტრენინგები გაიარა 2000-მდე ოჯახის ექიმმა და სპეციალისტმა. ასევე ექიმებმა გაიარეს დამატებითი გადამზადება ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტში მოღვაწე ექიმი-ინფექციონისტის, ასისტანს-პროგრამის დირექტორის, მამუკა მაჩაიძის, ჰოლანდიაში მოღვაწე ოჯახის ექიმის, ნინა ბაკაშვილის და საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის კლინიკური დირექტორის მიერ.

პროგრამის ფარგლებში კოვიდ გადატანილი პაციენტები შეძლებენ გამოიკვლიონ ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომ თავიდან აირიდონ COVID-19-ის გადატანის შემდგომი გართულებები.  

პოსტ-კოვიდ პროგრამაში ჩართვა მომხმარებელს, დაზღვევის პირობის მიუხედავად, 62 ლარიდან შეუძლია. კვლევები მოიცავს 30-მდე ლაბორატორიულ, ექოსკოპიურ გამოკვლევებს და ექიმების კონსულტაციებს. დამატებითი შეღავათები ვრცელდება ევექსი კლინიკებში საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით რეგისტრირებულ ბენეფიციარებზე.  

პოსტ-კოვიდ პროგრამის ფარგლებში შეიქმნა ვებგვერდი www.postcovid.geსადაც მომხმარებელი მიიღებს ამომწურავ ინფორმაციას პოსტ-კოვიდ სინდრომის, გამოკვლევების და მათი მნიშვნელობის შესახებ. ვებგვერდზე არსებული ქვიზი მომხმარებლებს მისცემს ინფორმაციას ექიმთან კონსულტაციამდე, საორიენტაციოდ, რომელი პოსტ-კოვიდ გამოკვლევებია მათთვის რეკომენდებული. 

პროგრამის ფარგლებში შექმნილი კვლევები დაყოფილია ჯგუფებად იმის მიხედვით, თუ როგორი სიმძიმით გადაიტანა პაციენტმა კოვიდ-19-ის ვირუსი.

  • გამოკვლევები A - თანმხლები დაავადების არმქონე პაციენტი COVID-19-ის უსიმპტომო მიმდინარეობით
  • გამოკვლევები B -  თანმხლები დაავადების არმქონე პაციენტი COVID-19-ის მსუბუქი სიმპტომური მიმდინარეობით
  • გამოკვლევები C -  ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტი COVID-19-ის მსუბუქი/საშუალო მიმდინარეობით
  • გამოკვლევები D - პაციენტი COVID-19-ის მძიმე მიმდინარეობით

გამოკვლევებისშერჩევა მოხდება ევექსი კლინიკებისოჯახის ექიმის მიერ პაციენტისანამნეზის დაფიზიკური გასინჯვის შესაბამისად.

პოსტ-კოვიდ პროგრამაში ჩართვა საქართველოს მასშტაბით 6 რეგიონში, ევექსი კლინიკების 33 კლინიკაშია შესაძლებელი. გამოკვლევების ჩასატარებლად აუცილებელია პაციენტი ჩაეწეროს მისთვისსასურველ ევექსი კლინიკების ოჯახის ექიმთან ქოლცენტრის მეშვეობით 032 2 55 05 05.

ევექსი კლინიკების მისამართები

 

თბილისი

  • ქ. თბილისი, საბურთალოს პოლიკლინიკა, ვაჟა-ფშაველას გამზ. №40
  • ქ. თბილისი, საბურთალოს პოლიკლინიკა, დავით თავხელიძის ქ. №1
  • ქ. თბილისი, გლდანის პოლიკლინიკა, მარატ ნოზაძის ქ.№8
  • ქ. თბილისი, ისნის პოლიკლინიკა, ქეთევან წამებულის ქ.№69
  • ქ. თბილისი, ვარკეთილის პოლიკლინიკა, ჯავახეთის ქ.№30
  • ქ. თბილისი, მთაწმინდის პოლიკლინიკა ვეკუას ქ.№3
  • ქ. თბილისი, დიდუბის პოლიკლინიკა, წერეთლის გამზირი №123
  • ქ. თბილისი, დიდი დიღმის პოლიკლინიკა,  ი. პეტრიწის ქ.№16, №16ა კორპუსების მიმდებარედ;

 

კახეთი 

 

  • ქ. ახმეტა, რუსთაველის ქ. №78ა
  • ქ. თელავი, ჯორჯიაშვილის ქ.№15
  • ქ. ყვარელი, ჭავჭავაძის ქ. №3ა

 

 

აჭარა 

  • ქ. ბათუმი, ს. ხიმშიაშვილის ქ.№20
  • დაბა ჩაქვი, ქუჩა თამარ მეფის, ქ.№40, მიმდებარედ
  • რაიონი ხულო, დაბა ხულო, აღმაშენებლის ქ. №1
  • რაიონი ქედა, დაბა ქედა, რუსთაველის ქ.№14
  • რაიონი შუახევი, დაბა შუახევი, რუსთაველის ქ.№32

 

იმერეთი

  • ქ. ქუთაისი, პ. იაშვილის ქ.№ 9 ნაკვეთი ქ.№3;
  • ქ. თერჯოლა, რუსთაველის ქ.№69
  • ქ. ტყიბული, თაბუკაშვილის ქ.№10
  • რაიონი წყალტუბო, სოფელი ხომული, ერისთავის ქუჩის გაგრძელება ქ.№16
  • ქ. ხონი, სოლომონ მეორის ქ. №21

 

 

სამეგრელო

  • ქ. ზუგდიდი, კოსტავას ქ.№1
  • ქ. აბაშა, თავისუფლების ქ.№143
  • ქ. მარტვილი, მშვიდობის ქ.№111
  • ქ. ფოთი, კ. გამსახურდიას ქ.№6
  • ქ. წალენჯიხა, ჭურღულიას ქ.№ 6
  • ქ. ხობი, ჭყონდიდელის ქ.№2
  • ჩხოროწყუ, აღმაშენებლის ქ.№19

 

 

სამცხე-ჯავახეთი

  • დაბა ადიგენი, ბალახაშვილის ქ.№11
  • დაბა ასპინძა, შალვა ახალციხის ქ. N 1/ა
  • ქ. ნინოწმინდა, თავისუფლების ქ.№48

 

 

შიდა ქართლი

  • ქ. ქარელი, ფანასკერტელის ქ.№30