როგორც იცით, კორონა ვირუსის ომიკრონის შტამით ინფიცირების შემთხვევები ძალიან სწრაფი ტემპით იზრდება. ამ ეტაპისთვის მკვეთრად გაზრდილია პირველადი ჯანდაცვის სერვისებზე მომართვიანობა.
- ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდა თავისთავად იწვევს ექიმთან მოქალაქეების მიმართვიანობის გაზრდას, რის გამოც ექიმების სამუშაო გრაფიკი ძალიან გადატვირთულია.
- მომატებულია COVID კვლევების, როგორც ანტიგენ, ისე PCR ტესტების ჩატარების მსურველთა რიცხვი, რის გამოც მომხმარებლებს საშუალოდ 2 საათიან რიგში დგომა უწევთ.
- გაზრდილია ცხელ ხაზზე მომართვიანობა, რის გამოც ოპერატორთან დასაკავშირებელი მოლოდინის პერიოდი გახანგრძლივდა.
აღნიშნული ვითარების გათვალისწინებით, რასაც ემატება კლინიკების პერსონალის ინფიცირების მაჩვენებლის ზრდა, ,,ევექსი კლინიკები“ საგანგებო რეჟიმში მუშაობას განაგრძობს და კიდევ ერთხელ მოგაწვდით ინფორმაციას ჩვენი სერვისების, გრაფიკისა და ზოგადად კორონა ვირუსის ინფექციასთან დაკავშირებით.
- Covid 19-ის ტესტირების სერვისით სარგებლობა შესაძლებელია ცოცხალი რიგით, ევექსი კლინიკების როგორც რეგიონების ასევე თბილისის ფილიალებში.
- სწრაფი ტესტის ჩატარება შესაძლებელია ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09:00-დან 17:00-მდე, შაბათი: 09:00-დან 14:00-მდე. PCR ტესტის ჩატარება ჩვენს ფილიალებში შესაძლებელია ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით10:00-დან 14:30-მდე. შაბათი: 10:00-დან 12:00-მდე.
- ვაჟა-ფშაველას #40-ში მდებარე პოლიკლინიკაში ტესტირების ჩატარება შესაძლებელია ყოველ დღე 24/7-ზე.
- თავხელიძის #1-ში მდებარე ვაქცინაციის ცენტრში 09:00-18:00-მდე. სპორტის სასახლესთან მდებარე ევექსმობილში ტესტირება ტარდება ყოველდღე 09:00-18:00 საათებში.
- ანტიგენ ტესტი საქართველოს მოქალაქეებისთვის უფასოა. ხოლო უფასო PCR ტესტით სარგებლობის წინაპირობაა ოჯახის ექიმის მიმართის ქონა ან ფორმა-100/ა. PCR-ის მიმართვის აღების შემთხვევაში გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ PCR ტესტზე მიმართვის მიღება შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ უარყოფითი ანტიგენ ტესტის ჩატარებიდან გასულია არაუმეტეს 7 დღისა და ამასთანავე, აღგენიშნებათ Covid-19-სთვის დამახასიათებელი სიმპტომები. სხვა შემთხვევაში PCR ტესტირება ფასიანია.
- PCR-ის შემთხვევაში ტესტის პასუხი გაიცემა 24-48 საათის განმავლობაში როგორც ქართულ, ასევე ინგლისურ ენაზე.
,,ევექსი კლინიკების“რეკომენდაციაა, რომ შევინარჩუნოთ უსაფრთხო გარემო და მოვახდინოთ ინცეფქციის გავრცელების პრევენცია.
პრევენციის საუკეთესო საშუალებებია ქირურგიული ნიღბის სწორად ტარება, ხელების ხშირი დაბანა და რაც მთავარია ვაქცინაცია, (განსაკუთრებით ბუსტერული დოზა) რომელიც მნიშვნელოვნად ხელს უწყობს დაავადების განვითარების შემცირებას.
ხშირად დასმული კითხვები
როგორ განვასხვავოთ ომიკრონი სეზონური გრიპისგან?
- ცხელების შემთევევაში >38გრადუსზე მიიღეთ სიცხის დამწევი საშუალება, ყელის ტკივილის ან სხვა მსუბუქი სიმპტომების მოსახსნელად ექიმის მიერ რეკომენდირებული მედიკამენტები.
- არ შეწყვიტოთ ქრონიკული დაავადებებისათვის რეკომენდირებული მედიკამენტების მოხმარება. აუცილებლად შეატყობინეთ ონლაინ ექიმს ყველა პრეპარატის შესახებ რასაც მუდმივად მოიხმართ.
- არ გამოიყენოთ თვითნებურად ანტიბიოტიკები. გახსოვდეთ რომ მათი არასწორად მიღება იწვევს რეზისტენტობის ჩამოყალიბებას და აზაიანებს თქვენს ჯანმრთელობას. ანტიბიოტიკები ძირითადად გამოიყენება ბაქტერიული ინფექციით გართულებულ შემთხვევებში, რომელიც ძირითდად ხვდებიან ჰოსპიტალში
- არ გამოიყენოთ თვითნებურად ანტიკოაგულანტებით ( თრომბოზის განვითარების საწინააღმდეგო მედიკამენტები) მკურნალობა, რაც ძირითადად არ სჭირდება მსუბუქ პაციენტებს. გახსოვდეთ რომ მათი არასწორი გამოყენების შემთხვევაში იზრდება სისხლდენის განვითარების რისკი. ანტიკოაგულანტების გამოყენება ძირითდად ესაჭიროება ჰოსპიტალიზებულ პაციენტებს
- კარანტინის ვადა განისაზღვრა 8 დღით
- ბოლო სიმპტომიდან გასული უნდა იყოს 24 საათი
- იზოლაციის დასრულებიდან, მომდევნო 5 დღე მკაცრად არის რეკომენდებული ნიღბის ტარება
- კარანტინის ვადა განისაზღვრა 10 დღით
- სახეზე უნდა იყოს მკვეთრად გაუმჯობესებული დინამიკა ბოლო 24 საათის განმავლობაში
- იზოლაციის დასრულებიდან მომდევნო 5 დღე მკაცრად რეკომენდირებულია ნიღბის ტარება
- ბუსტერ დოზით ვაქცინირებული პირები
- ვაქცინაციის მე-2 დოზის მიღებიდან 14-90 დღის განმავლობაში
- კოვიდის ინფექციის გადატანიდან 60 დღის განმავლობაში
- არავაქცინირებულ და არასრულად ვაქცინირებულ პირებს
- ვაქცინაციის მე-2 დოზის მიღებიდან 1-14 დღის განმავლობაში
- ვაქცინის მე-2 დოზის მიღებიდან 90 დღეზე მეტი ხანგრძლივობის და ბუსტერ დოზის არმქონე პირებს
- პირებს კოვიდის ინფექციის გადატანიდან 60 დღის შემდგომ პერიოდში