კონფერენციაზე დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრის ნეონატოლოგები და პედიატრები მესამეული დონის ნეონატოლოგიური სამსახურის 5 წლიანი მუშაობის შედეგებს შეაჯამებენ და დღენაკლულ ახალშობილთა მკურნალობის უახლეს მეთოდებზე ისაუბრებენ, განხილული იქნება იმ პაციენტების შედეგები, რომლებიც 1000 გრამამდე მასით ღრმა დღენაკლულები დაიბადნენ და სამედიცინო ცენტრიდან ჯანმრთელები გაეწერნენ
2013 წელს დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრში მეიოს კლინიკის წარმომადგენლების მიერ მესამეული დონის ნეონატოლოგიური სერვისი დაინერგა, რომელიც ახალშობილთა გადაუდებელ მკურნალობას უახლესი გაიდლაინებით გულისხმობს
ნეონატოლოგიური განყოფილება გახსნიდან დღემდე 3000-მდე დღენაკლულ ახალშობილს, საშუალო მასით 400-2500 გრამამდე, გაუწია სრული ნეონატალური სერვისი.