ბათუმის რეფერალური ჰოსპიტლის და ბათუმის ბულვარის ერთობლივი კამპანიის ფარგლებში 15 ივლისიდან ბათუმის ბულვარში 30 პირველადი სამედიცინო დახმარების ყუთი განთავსდება. პროექტი ითვალისწინებს არამედიკოსი მოქალაქეების პირველადი გადაუდებელი სამედიცინო დახმარებაში (First Aid) უფასოდ გადამზადებას. მოხალისეებს ტრენინგს ჩაუტარებენ First Aid-ში TOT მოდულით გადამზადებული, ბათუმის რეფერალური ჰოსპიტლის ტრენერები. ტრენინგზე დარეგისტრირება შესაძლებელია: ლინკით
გადამზადებულ მოქალაქეებს გადაეცემათ პირველადი სამედიცინო დახმარების ყუთის კოდი და საჭიროების შემთხვევაში შეძლებენ ყუთში მოთავსებული სამედიცინო მასალებით პირველადი გადაუდებელი დახმარების აღმოჩენას
პირველადი სამედიცინო დახმარების ყუთში მოთავსებული ინვენტარი
- ლახტი
- ლეიკოპლასტირი
- სტერილური ბინტი
- ერთჯერადი სამედიცინო ხელთათმანი
- ხელოვნური სუნთქვის ერთჯერადი ნიღაბი
- წყალბადის ზეჟანგი
First Aid ტრენინგის სილაბუსი მორგებული იქნება აღნიშნული პროექტის სპეციფიკას და გაითვალისწინებს ისეთი მანიპულაციების სწავლებას, რომელიც არ მოიცავს კლინიკურ რისკებს
ტრენინგებისთვის გამოიყენება არსებული მულაჟები; სახარჯ მასალად გამოყენებული იქნება ის ინვენტარი, რაც მოთავსებული იქნება პირველადი დახმარების ყუთებში; ტრენინგები ჩატარდება ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტლის მიერ მოწყობილ სასწავლო სივრცეში. ბათუმი, ბაგრატიონისქ. №125
ტრენინგები ჩატარდება შაბათ-კვირას. ხანგრძლივობა - 4:30 სთ
ტრენინგი - უფასოა
მონაწილეებს ტრენინგის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, გადაეცემათ სერტიფიკატი და პირველადი დახმარების ყუთის კოდი