ევექსი აცხადებს შერჩევას საინფორმაციო დესკის სპეციალისტის პოზიციაზე.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: ვარკეთილის პოლიკლინიკა
სამუშაო განრიგი: სრული
ძირითადი მოვალეობები:
- სამედიცინო დაწესებულებაში, მომხმარებლების მომსახურების პროცესის დადგენილი წესის შესაბამისად წარმართვა;
- პაციენტის საავადმყოფო ფურცლის ადმინისტრირება: გახსნა, შესაბამისი ინფორმაციის ასახვა, საჭიროების შემთხვევაში გაგრძელება, გაცემა, დახურვა, ჟურნალში მონაცემების ასახვა;
- საჭიროების შემთხვევაში, პაციენტის დამსაქმებელებთან კომუნიკაცია; პაციენტის საავადმყოფო ფურცელზე ყოფნის შესახებ, საჭირო ინფორმაციის მიწოდება;
- ადგილობრივი მმართველობითი ორგანოებისგან (მერია, გამგეობა, ჯანდაცვის სამინისტრო, რეფერალური და სხვა) დაფინანსების მიღების მიზნით, პაციენტების ფორმა 100-ების ჯანდაცვის პორტალზე ატვირთვა;
- შესაბამისი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში პორტალზე საჭირო ინფორმაციის ატვირთვა (პაციენტის მონაცემების, ექიმის მონაცემების, ფორმა 100-ის, დანიშნული წამლების);
- პრეტენზიული პაციენტების შემთხვევების ეფექტიანი მართვა; საჭიროების შემთხვევაში, სერვის მენეჯერთან გადამისამართება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- აუცილებელია უმაღლესი სამედიცინო განათლება;
- სავალდებულოა იგივე ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
- აუცილებელია ჯანდაცვის სფეროში მუშაობის გამოცდილება
- სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
პიროვნული კომპეტენციები/უნარები:
- პარტნიორობა (ურთიერთდახმარება, ურთიერთთანამშრომლობა, გუნდურობა);
- პროფესიული განვითარებისკენ სწრაფვა;
- მომხმარებელზე/სერვისზე ორიენტაცია;
- ეფექტიანი კომუნიკაციის უნარი;
- დროის ეფექტიანად მართვის უნარი;
- ანალიტიკური/კრიტიკული აზროვნება;
- შედეგზე ორიენტაცია;
- ორგანიზებულობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- სხვადასხვა ამოცანებზე ერთდროულად მუშაობის უნარი;
- თანამედროვე ტექნოლოგიების, ინსტრუმენტების გამოყენების უნარი;
- გამართული ვერბალური კომუნიკაციის უნარი.
ევექსი მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.
მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი (შემდგომში აგრეთვე „კანდიდადტი“) ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია (პირადი მონაცემები, მოწოდებულ დოკუმენტებში მოცემული სხვა მონაცემები, რეზიუმე, დიპლომ(ებ)ი, სერტიფიკატ(ებ)ი და სხვა ნებისმიერი მოწოდებული დოკუმენტაცია), არის უტყუარი.
„კანდიდადტი“ ასევეადასტურებს, (აცხადებსთანხმობას/უფლებას აძლევს დამსაქმებელს), რათა დამსაქმებელმაგანახორციელოს მისიპერსონალური მონაცემის (ნებისმიერი მასთანდაკავშირებული ინფორმაცია, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემები) დამუშავება კანდიდატის შერჩევის ან/და დარეზერვების პროცედურების შესაბამისად. აღნიშნული უფლება ეძლევა დამსაქმებელს იმის მიუხედავად, შემდგომში გაფორმდება, თუ - არა კანდიდატსა და დამსაქმებელსშორის შრომითი ხელშეკრულება. ამასთანავე, კანდიდატი აცხადებს,რომ თანახმაამისიპერსონალური მონაცემები, გასაუბრებისა და ტესტირების შედეგები, ინახებოდეს დამსაქმებლის აპლიკანტთა სარეზერვო ბაზაში, მისიკანდიდატურის სხვა, შესაფერის ვაკანსიაზე განხილვის მიზნით, არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, რომელსაც შეიძლება შემხებლობა ჰქონდეს მისდასაქმებასთან, შესაბამისი დავის დასრულებამდე. ამასთან, სადავო გარემოებების არსებობისას, დამსაქმებელი უფლებამოსილია, მონაცემები გადასცეს შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებს. კანდიდატი ადასტურებს, რომ მას მიღებული აქვს სრული და ამომწურავი ინფორმაცია საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მისი უფლებების შესახებ, მათ შორის, იმის შესახებ, რომ მისი მოთხოვნის შემთხვევაში, მონაცემთა დამმუშავებელი/პოტენციური დამსაქმებელი ვალდებულია გაასწოროს, განაახლოს, დაამატოს, დაბლოკოს, წაშალოს ან გაანადგუროს მონაცემები, თუ ისინი არასრულია, არაზუსტია, არ არის განახლებული, ან თუ მათი შეგროვება და დამუშავება განხორციელდა კანონის საწინააღმდეგოდ. კანდიდატს ასევე განემარტებარომ მის შესახებ არსებული პერსონალური ინფორმაციის დაცვის წესების ყოველი დარღვევის ფაქტის გამოვლენის, ან დარღვევის შესახებ ეჭვის გაჩენის შემთხვევაში, ან/და პერსონალური ინფორმაციის დაცვასთან დაკავშირებით ნებისმიერი ინფორმაციის მიღების სურვილის/კითხვების არსებობის შემთხვევაში, იგი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მიმართოს დამსაქმებლის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს დამსაქმებლის სათავო ოფისში და არსებული საჭიროებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად მოკლე ვადაში მიიღოს კვალიფიციური და ოპერატიული მომსახურება.
დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად. მოპოვებული ინფორმაცია დამსაქმებელთან ინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, რომელსაც შეიძლება შემხებლობა ჰქონდეს კანდიდატთან ან მოპოვებულ ინფორმაციასთან, შესაბამისი დავის დასრულებამდე. ამასთან, სადავო გარემოებების არსებობისას, დამსაქმებელი უფლებამოსილია, მოპოვებული ინფორმაცია გადასცეს შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებს. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, არიქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის.
კომპანია ემიჯნება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.
გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი მონაცემები, თუ თქვენ ეთანხმებით ზემო აღნიშნულ პირობებს.