ქირურგია
რეგიონული ჰოსპიტალის ქირურგიული სამსახური ქვეყნისა და რეგიონის მოსახლეობას უახლეს სამედიცინო კვლევებზე დაფუძნებულ მაღალტექნოლოგიურ, ინოვაციურ, სადიაგნოსტიკო და სამკურნალო მეთოდოლოგიებს სთავაზობს.
რეგიონული ჰოსპიტლის ქირურგიული დეპარტამენტი სხვადასხვა ქირურგიულ მიმართულებას მოიცავს. ესენია: ზოგადი ქირურგია, ონკოქირურგია, ბარიატრია.
ლაპაროსკოპიული და ღია წესით ოპერაციები კეთდება 24სთ განმავლობაში როგორც გეგმიურ ასევე სასწრაფო და გადაუდებელ რეჟიმში. რეგიონული ჰოსპიტლის უპირატესობაა ხარისხიანი ჯანდაცვის სერვისის მიწოდება რასაც განაპირობებს კლინიკის ინფრასტრუქტურა, ტექნოლოგიები და მაღალკვალიფიციური სპეციალისტები.
ზოგადი ქირურგიული ოპერაციები:
- ლაპარასკოპიული სლივგასტრექტომია სიმსუქნის გამო.
- ქოლეცისტექტომია ლაპაროსკოპიული და ღია წესით.
- აპენდექტომია ღია და ლაპაროსკოპიული წესით.
- თიაქარკვეთა თიაქარპლასტიკა საპროტეზო მასალის ,,ბადის“ გამოყენებით
- ლაპარასკოპიული და ღია ჰემიკოლექტომია ან ნაწლავის რეზექცია.(მეგასიგმის, დივერტიკულების და სხვა პათოლოგიების დროს)
- სანაღვლე გზების რეკონსტრუქციული ოპერაციები
- კუჭ-ნაწლავის რეკონსტრუქციული ოპერაციები (სტომის ჩაბრუნება, პოსტოპერაციული სხვა დასხვა სინდრომის გამო)
- კუჭის რეზექცია ღია და ლაპაროსკოპიული მეთოდით
- სპლენექტომია ღია და ლაპარასკოპიული მეთოდით
- დიაფრაგმისთიაქრის აღდგენითი ოპერაციები ღია და ლაპაროსკოპიული წესით
- პერიტონიტების მკურნალობა ღია და ლაპარასკოპიული მეთოდით
- ულცერორაფია ღია და ლაპაროსკოპიული მეთოდით
- პანკრეასის ყველა სახის ოპერაციები
- ექინოკოკის (ღვიძლი,ფილტვი და სხვა ორგანოსი) გამო ლაპარასკოპიული და ღია წესის ოპერაციები.
- საყლაპავის აქალაზიაზე ოპერაციები
- საყლაპავის დივერტიკულის ოპერაციები
- გაუვალობის გამო ლაპარასკოპიული და ღია წესით სხვა და სხვა ოპერაციები.
ონკოქირურგიული ოპერაციები:
- კუჭის რეზექცია ღია და ლაპაროსკოპიული მეთოდით
- გასტრექტომია (კუჭის სიმსივნის გამო)
- პანკრეოდუოდენალური რეზექცია.( პანკრეასის თორმეტგოჯას და ფატერის დვრილის სიმსივნის გამო).
- მარცხენამხრივი ჰემიკოლექტომია ღია და ლაპაროსკოპილი მეთოდით,(მსხვილ ნაწლავის სიმსივნის გამო).
- მარჯვენამხრივი ჰემიკოლექტომია ღია და ლაპაროსკოპილი მეთოდით, (მსხვილ ნაწლავის სიმსივნის გამო).
- განივი კოლინჯის რეზექცია ღია და ლაპაროსკოპიული წესით (განივი კოლინჯის სიმსივნის გამო).
- სიგმური ნაწლავის რეზექცია ღია და ლაპაროსკოპიული მეთოდით ( სიგმური ნაწლავის სიმსივნის გამო).
- წვრილ ნაწლავის რეზექცია ღია და ლაპაროსკოპიული მეთოდით (წვრილ ნაწლავის სიმსივნური დაავადების გამო).
- სწორ ნაწლავის რეზექცია ღია და ლაპარასკოპიული მეთოდით. (სწორ ნაწლავის სიმსივნის გამო).
- სწორ ნაწლავის ექსტირპაცია ღია და ლაპაროსკოპიული მეთოდით. (სწორ ნაწლავის სიმსივნის გამო).
- პანკრეასის დისტალური რეზექცია ღია და ლაპაროსკოპიული მეთოდით. (პანკრეასის სიმსივნის გამო).
- სპლენექტომია ღია და ლაპარასკოპიული მეთოდით (ელენთის სიმსივნის გამო).
- რეტროპერიტონიული სიმსივნის ამოკვეთა.
- ღვიძლის ატიპიური და წილოვანი რეზექციები.