ნეიროქირურგია
რეგიონულ ჰოსპიტალშიშესაძლებელია მოზრდილთა გეგმიური და გადაუდებელი სრული ნეიროქირურგიული სერვისის მიღება.
ჩვენს კლინიკებში მსოფლიო სტანდარტების შესაბამისი ისეთი ნეიროქირურგიული ოპერაციები ტარდება, როგორებიცაა:
ნეიროონკოლოგიური ქირურგია:
- თავისა და ზურგის ტვინის სიმსივნეების ქირურგია;
- თავისა და ზურგის ტვინის გარსების სიმსივნეების ქირურგია;
- თავისა და ზურგის ტვინის ნერვების სიმსივნეების ქირურგია;
- ქალა-ფუძის, კრანიო-ორბიტალური და კრანიო-ფაციალური სიმსივნეების ქირურგია;
- ჰიპოფიზის ადენომების ტრანსსფენოიდალური ენდოსკოპიური ქირურგია
.
ენდოვასკულური და სისხლძარღვოვანი ნეიროქირურგია:
- თავის ტვინის არტერიული ანევრიზმების ქირურგია;
- თავისა და ზურგის ტვინის სისხლძარღვოვანი მალფორმაციების ქირურგია (არტერიო-ვენური მალფორმაცია, კავერნოზული-ანგიომა, არტერიო-დურალური ფისტულა);
- ექსტრაკრანიული საძილე არტერიების მაოკლუზირებელი დაავადებების ქირურგია (ენდარტერექტომია, ანგიოპლასტიკა);
- მოია-მოია დაავადების ქირურგია;
- ჰემორაგიული და იშემიური ინსულტების ქირურგია;
სპინალური ქირურგია:
- ხერხემლის სვეტის დეგენერაციული დაავადებების ქირურგია (მალთაშუა დისკოს თიაქარი, სპინალური სტენოზი, სპონდილოლისთეზი);
- ხერხემლის სვეტის დეფორმაციით მიმდინარე დაავადებების ქირურგია;
- ხერხემლის სვეტის სიმსივნეების ქირურგია;
ფუნქციური ნეიროქირურგია:
- ეპილეფსიის ქირურგია;
- სამწვერა ნევრალგიის, ჰემიფაციალური სპაზმის, ენა-ხახის ნევრალგიის ქირურგია;
- პერიფერიული ნერვების გვირაბული სინდრომების ქირურგია;
განვითარების მალფორმაცია
- თავისა და ზურგის ტვინის განვითარების მანკების ქირურგია;
- ჰიდროცეფალიის ქირურგია (ენდოსკოპიური);
კლინიკაში 24 საათის განმავლობაში ფუნქციონირებს ნეიროქირურგიული სერვისი და შესაძლებელია ნებისმიერი სირთულის ნეიროტრავმის მართვა, კერძოდ:
- თავის ტვინის, ქალა-ფუძისა და ქალა-სარქვლის ტრავმული დაზიანებების ქირურგია;
- ხერხემლისა და კრანიო-სპინალური მიდამოს ტრავმული დაზიანებების ქირურგია.
კლინიკაში არსებული შემდეგი სადიაგნოსტიკო სერვისები შესაძლებლობას იძლევა ნეიროქირურგიული პათოლოგიების სრული სპექტრის დიაგნოსტიკა განხორციელდეს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად:
- 128-შრიანი კომპიუტერული ტომოგრაფია;
- 1.5 და 3 ტესლა სიმძლავრის მაგნიტურ-რეზონანსული აპარატი;
- ინტრაოპერაციული ელექტროფიზიოლოგიური მონიტორინგი
- ინტრაოპერაციული რენტგენოსკოპია − C-arm;
- ინტრაკრანიული (ჰიდროცეფალიისა და ტრანსფენოიდალური) ენდოსკოპია;
- მიკროდოპლერი;
- ინტრაოპერაციული ექოსკოპია.