მტევნის ქირურგია
ევექსის ტრავმატოლოგიისა და ორთოპედიის დეპარტამენტიში, 2014 წლიდან ფუნქციონირებს მტევნის ქირურგიის განყოფილება
კლინიკაში ხორციელდება სხვადასხვა სირთულის ოპერაციები როგორც ტრავმის შემდგომი დაზიანებების დროს, ასევე თანდაყოლილი თუ შეძენილი დეფორმაციების კორექციის კუთხით. მათ შორის:
- მტევნის ძვლების სხვა და სხვა ტიპის მოტეხილობების ოსტეოსინთეზი
- მტევნის თითების კუნთებისა და მათი მყესების დაზიანების რეკონსტრუქცია, საჭიროების შემთხვევაში ტრანსპოზიცია ან ტრანსპლანტაცია მტევნის ან წინამხრის დონეზე
- ტრავმული ამპუტაციების დროს თითის ან მტევნის რეპლანტაცია
- მტევნის თანდაყოლილი ანომალიების, დეფორმაციების დროს სხვა და სხვა სახის რეკონსტრუქციული ოპერაციები
- მტევნის სიმსივნეების დროს სხვა და სხვა სახის ოპერაციული ცარევები
- ნერვენის დეკომპრესია სხვა და სხვა სახის გვირაბის სინდრომების დროს
- ნერვის ან მყესის განთავისუფლება ნაწიბურებისაგან
- სხვა და სხვა სირთულის განმეორებითი ოპერაციები მტევნისა და წინამხრის დონეზე.