მაღალდოზირებული ქიმიოთერაპია

მ. იაშვილს სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს ონკოჰემატოლოგიურ განყოფილებაში მკურნალობა ტარდება საერთაშორისო BFM პროგრამით, რომელიც რისკჯგუფებისა და სიმსივნური სუბსტრატის გათვალისწინებით მიზნად ისახავს მაღალდოზირებული ქიმიოთერაპიის ჩატარებასა და შესაბამისი თანმხლები გართულებების მართვას.

 

მკურნალობის პროცესში ჩართულია მაღალკვალიფიკაციურ სპეციალისტთა გუნდი − სოცმუშაკი, ფსიქოლოგი და პედაგოგი. მოწყობილია ბავშვთა სასწავლო და გასართობი ოთახები. პაციენტები უზრუნველყოფილი არიან ოთხჯერადი კვებით.

 

კლინიკა უზრუნველყოფილია სხვადასხვა სერვისით და გამოირჩევა უპირატესობებით.

პაციენტისთვის აქ გათვალისწინებულია:

  • ჰეპაფილტრებით აღჭურვილი ინდივიდუალური პალატები;
  • სპეციალიზებული სამედიცინო აპარატურა: ინფუზომატები, პერფუზორები, რომლებიც უზრუნველყოფენ 24-საათიან ინფუზიურ თერაპიას;
  • პერიფერიული ვენის კათეტერიზაცია;
  • ძვლის ტვინის პუნქცია / ბიოფსია;
  • ლუმბალური პუნქცია.

 

საავადმყოფოში შესაძლებელია მაღალტექნოლოგიური ისეთი დიაგნოსტიკური კვლევების ჩატარება, როგორებიცაა:

  • იმუნოფენოტიპირება;
  • მინიმალური რეზიდუალური დაავადების განსაზღვრა;
  • ციტოქიმია;
  • ციტომორფოლოგია;
  • მოლეკულური გენეტიკური კვლევები.