კარდიოქირურგია რეგიონულ ჰოსპიტალში
შპს „რეგიონული ჰოსპიტალი“ - ში კარდიოქირურგიის მიმართულება ქვეყნის მასშტაბით ერთ-ერთ წარმატებულ მიმართულებად ითვლება, რაც მაღალკვალიფიციური პერსონალისა და უახლესი მატერიალურ ტექნიკური ბაზით არის განპირობებული. ამ მიმართულებას ხელმძღვანელობს საქართველოს კარდიო ქირურგთა ასოციაციის პრეზიდენტი; პროფესორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი სულხან ლომინაძე და კლინიკაში 24/7-ზე არის შესაძლებელი როგორც ამბულატორიული, ასევე სტაციონარული სადიაგნოსტიკო და სამკურნალო კარდიოინტერვენციული და კარდიოქირურგიული სერვისების მიღება.
ჰოსპიტალში ხორციელდება ისეთი კარდიოქირურგიული ოპერაციები, როგორიცაა:
- კორონარული შუნტირება
- გულის თანდაყოლილი და შეძენილი მანკების ქირურგია
- ოპერაციები სარქველებზე,მათ შორის მინი ინვაზიური მიდგომით
- კორონარული შუნტირება
- გულისა და შუასაყრის სიმსივნეების ქირურგია
- აორტის ქირურგია
- ენდოვასკულარული ქირურგია
- პერიფერიული არტერიების ქირურგია
- ვენური სისტემის ქირურგია
- რითმის ქირურგია