ბარიატრია
ბარიატრიული ქირურგია სიმსუქნისგან გამოწვეული დაავადებების კორექციისა და მათი პრევენციის მიზნით სრულდება, რომლის საშუალებითაცხდება წონის დაკლება და მეტაბოლური წონასწორობის დარეგულირება.
კლინიკა „კარაპს მედლაინში'' ერთ-ერთი წამყვანი მიმართულება ზოგადი ქირურგიული ოპერაციებია, სადაც „მ. კილაძის სახელობის ზოგადი და მინი-ინვაზიური ქირურგიის“ დეპარტამენტი ბარიატრიულ ოპერაციებს დიდი წარმატებით ახორციელებს.
ჩვენი უპირატესობები:
- მკურნალობის უახლესი მეთოდები და ტექნოლოგიები;
- უახლესი თაობის stoz-ის ლაპარასკოპიული აპარატი;
- ISO 9001:2015 საერთაშორისო სერტიფიკატის მქონე ლაბორატორია;
- პროფესიონალი, მაღალკვალიფიციური და დასავლური გამოცდილების მქონე სპეციალისტები;
- პაციენტსა და მის უსაფრთოხებაზე ორიენტაცია
„კარაპს მედლაინში“ ტარდება შემდეგი სახის ბარიატრიული ოპერაციები:
- რესტრიქციული ტიპის ოპერაციები,
- კუჭის ლაპაროსკოპიული ვერტიკალური (სახელოსებური) რეზექცია,
- კუჭის ბანდაჟირება,
- მალაბსორბციული ოპერაცია,
- კუჭის ლაპაროსკოპიული შუნტირება,
- ომბინირებული ოპერაცია,
- კუჭის ლაპაროსკოპიული მინი-შუნტირება
- ლაპაროსკოპიულისლივ-გასტერექტომია;
- ლაპაროსკოპიულიგატროპლიკაცია.
ბარიატრიული ქირურგია ესაჭიროებათ პაციენტებს, თუ აქვთ:
- უკიდურესად ჭარბი წონა, რომელთა სხეულის მასის ინდექსი 40 და მეტია;
- ჭარბი წონა რომელთა სხეულის მასის ინდექსი 35-39.9 და თან ახლავს სიცოცხლისათვის პოტენციურად საშიში პრობლემები: მაღალი არტერიული წნევა, შაქრიანი დიაბეტი და ღამის აპნოე (სუნთქვის უეცარი შეწყვეტა).