დიპლომისშემდგომი მზადება - რეზიდენტურა პროგრამა „ბავშვთა გადაუდებელი მედიცინა“

დიპლომისშემდგომი მზადება - რეზიდენტურა

პროგრამა „ბავშვთა გადაუდებელი მედიცინა“

 

სამედიცინო კორპორაცია ევექსი აცხადებს მიღებას რეზიდენტურაში პროგრამით „ბავშვთა გადაუდებელი მედიცინა“!

 

საუკეთესო შედეგების მქონე   რეზიდენტები  დასაქმდებიან სამედიცინო კორპორაცია ევექსის ქსელში, მიიღებენ 100%–იან, 80% -იან  სასწავლო გრანტს ან შეღავათიან  სტუდენტურ  სესხს.

 

„სამედიცინო კორპორაცია ევექსი“ ყველაზე ფართო ჰოსპიტალური ქსელია საქართველოში და დღეისათვის ქვეყნის 6 რეგიონში 78 კლინიკითაა წარმოდგენილი.

 

პროგრამის დასახელება:                  

ბავშვთა გადაუდებელი მედიცინა 

აკრედიტირებული დაწესებულება:

ბავშვთა ახალი კლინიკა

პროგრამის ხელმძღვანელი:                  

მაია ჩხაიძე

სწავლების ლოკაციები:

თბილისი

ადგილების რაოდენობა :

 2

                          

კლინიკური ბაზები :

 

თბილისი

 ბავშვთა ახალი კლინიკა

თბილისი

 იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური ჰოსპიტალი

 

! განსაკუთრებული მინიშნება !

ერთი მონაწილის განაცხადი მიიღება სამედიცინო კორპორაცია ევექსის მიერ გამოცხადებულ მხოლოდ ერთ პროგრამაზე, თუმცა მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა კონკურსის პროცესში დააფიქსირონ მეორე სასურველი მომიჯნავე სპეციალობაც

 

ევექსის რეზიდენტურის პროგრამების უპირატესობა:

  1. საუკეთესო შედეგების მქონე რეზიდენტების სწავლების დაფინანსება 100 % - იანი,  ან 80% - იანი გრანტით;
  2. შეღავათიანი სტუდენტური სესხის მიღების შესაძლებლობა, რომლის გადახდას სწავლის დასრულებისა და დასაქმების შემდეგ დაიწყებთ;
  3. სწავლების პროცესში უმცროსი ექიმის პოზიციაზე მუშაობის შესაძლებლობა;
  4.  სწავლის ღირებულება :თვეში  200 ლარი
  5. სწავლების დასრულებისა და სერთიფიკატის მიღების შემდეგ გარანტირებული ევექსის ქსელში დასაქმება;

                      

პროგრამაში ჩარიცხვის მსურველები აუცილებელია აკმაყოფილებდნენ შემდეგ კრიტერიუმს:

  1. უმაღლესი სამედიცინო განათლება;
  2. ჩაბარებული ჰქონდეთ ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდა, არანაკლებ 151 ქულით;

 

 პროგრამაში    მონაწილეთა მსურველებს  ჩაუტარდებათ ტესტირება და გასაუბრება.  

 

 გადაწყვეტილება, პროგრამაში ჩარიცხვაზე მიიღება   ტესტირების,   გასაუბრებისა  და   ერთიანი   დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო  გამოცდის  შედეგების  გათვალისწინებით.

 

 გამოსაგზავნი   აუცილებელი დოკუმენტაცია:

  • ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი -  გამსვლელი ქულა არანაკლებ 151 -სა;
  •  უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომის   ასლი;
  •  პირადობის მოწმობის   ასლი.
  • CV/რეზუმე (რომელშიც მითითებულია საკონტაქტო მონაცემები: ელ. ფოსტა და ტელეფონის ნომერი)

 

 საბუთების მიღება მიმდინარეობს 2019 წლის ,   12 აპრილის ჩათვლით.

დაინტერესებულ პირებს შეგიძლიათ ასევე დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე 2 55 05 05

 

აპლიკაციის გაგზავნა

განაცხადის გაგზავნა

განაცხადი გაგზავნილია

განაცხადი ვერ გაიგზავნა

ფაილის მიბმა
თქვენი რეზიუმე წარმატებით აიტვირთა ! გისურვებთ წარმატებებს !
თქვენი განაცხადი ვერ გაიგზავნა. გთხოვთ სცადოთ კიდევ ერთხელ ან დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე: hot_line