ევექსის პოლიკლინიკა ისანში

სამუშაო საათები:

ორშაბათი - პარასკევი: 09.00: 20.00 შაბათი: 09:00 - 16:00 ლაბორატორია : 08.30 - 16.00 შაბათი, ლაბორატორია: 08.30 - 14.00



„ევექსი" ქვეყნის მასშტაბით ყველაზე ფართო ქსელია, რომელიც საქართველოში აერთიანებს 15 კლინიკასა და ბავშვთა ნეიროგანვითარების ცენტრს - "კარავს". კლინიკებში პაციენტებს სრული გეგმური ამბულატორიული მომსახურების მიღება შეუძლიათ. კომპანიის მისიაა, თითოეული პაციენტისთვის შექმნას ჯანსაღი მომავალი, მაღალი ხარისხითა და ხელმისაწვდომი სერვისებით.

ნეიროქირურგია

“სამედიცინო კორპორაცია ევექსის“ ქსელში შესაძლებელია მოზრდილთა და ბავშვთა გეგმიური და გადაუდებელი სრული ნეიროქირურგიული სერვისის მიღება.

 

ჩვენს კლინიკებში მსოფლიო სტანდარტების შესაბამისი ისეთი ნეიროქირურგიული ოპერაციები ტარდება, როგორებიცაა:

 

ნეიროონკოლოგიური ქირურგია  (მოზრდილთა და ბავშვთა):

  • თავისა და ზურგის ტვინის სიმსივნეების ქირურგია;
  • თავისა და ზურგის ტვინის გარსების სიმსივნეების ქირურგია;
  • თავისა და ზურგის ტვინის ნერვების სიმსივნეების ქირურგია;
  • ქალა-ფუძის, კრანიო-ორბიტალური და კრანიო-ფაციალური სიმსივნეების ქირურგია;
  • ჰიპოფიზის ადენომების ტრანსსფენოიდალური ენდოსკოპიური ქირურგია.

ენდოვასკულური და ღიასისხლძარღვოვანი ნეიროქირურგია (მოზრდილთა და ბავშვთა):

  • თავის ტვინის არტერიული ანევრიზმების ქირურგია;
  • თავისა და ზურგის ტვინის სისხლძარღვოვანი მალფორმაციების ქირურგია (არტერიო-ვენური მალფორმაცია, კავერნოზული-ანგიომა, არტერიო-დურალური ფისტულა);
  • ექსტრაკრანიული საძილე არტერიების მაოკლუზირებელი დაავადებების ქირურგია (ენდარტერექტომია, ანგიოპლასტიკა);
  • მოია-მოია დაავადების ქირურგია;
  • ჰემორაგიული და იშემიური ინსულტების ქირურგია;

სპინალური ქირურგია (მოზრდილთა და ბავშვთა):

  • ხერხემლის სვეტის დეგენერაციული დაავადებების ქირურგია (მალთაშუა დისკოს თიაქარი, სპინალური სტენოზი, სპონდილოლისთეზი);
  • ხერხემლის სვეტის დეფორმაციით მიმდინარე დაავადებების ქირურგია;
  • ხერხემლის სვეტის სიმსივნეების ქირურგია;

ფუნქციური  ნეიროქირურგია (მოზრდილთა და ბავშვთა):

  • მოძრაობის დარღვევების ქირურგია (პარკინსონიზმი, დისტონია და სხვ.);
  • ტკივილის სინდრომების ქირურგია;
  • ეპილეფსიის ქირურგია;
  • სამწვერა ნევრალგიის, ჰემიფაციალური სპაზმის, ენა-ხახის ნევრალგიის ქირურგია;
  • პერიფერიული ნერვების გვირაბული სინდრომების ქირურგია;

პედიატრიული ნეიროქირურგია

  • თავისა და ზურგის ტვინის განვითარების მანკების ქირურგია;
  • ჰიდროცეფალიის ქირურგია (ენდოსკოპიური);
  • ქვედა სპასტიური პარაპარეზის ქირურგია;

ნეიროტრავმა

  • თავის ტვინის, ქალა-ფუძისა და ქალა-სარქვლის ტრავმული დაზიანებების ქირურგია;
  • ხერხემლისა და კრანიო-სპინალური მიდამოს ტრავმული დაზიანებების ქირურგია.

კლინიკებში ქირურგიული ოპერაციები ტარდება თავის ტვინსა და ხერხემალზე, მათ შორის, შესაძლებელია დისკექტომიებისა და პროტეზირების ჩატარება ისეთი თანამედროვე მიდგომით, როგორიცაა „ქეიჯების“ გამოყენება. აღნიშნულ ადგილებში შემდეგი დიაგნოსტიკური მეთოდები და მატერიალურ-ტექნოლოგიური ბაზაა ხელმისაწვდომი:

  • 64-შრიანი კომპიუტერული ტომოგრაფია;
  • 1.5  და 3 ტესლა სიმძლავრის მაგნიტურ-რეზონანსული აპარატი;
  • ინტრაოპერაციული რენტგენოსკოპია − C-arm;
  • ინტრაკრანიული (ჰიდროცეფალიისა და ტრანსფენოიდალური) ენდოსკოპია;
  • მიკროდოპლერი;
  • ინტრაოპერაციული ექოსკოპია.
ბავშვთა ნეიროქირურგია

ევექსის სამედიცინო კორპორაციაში ბავშვთა ნეიროქირურგიის მიმართულება ერთ-ერთი საუკეთესოა ქვეყნის მაშტაბით, სადაც პაციენტს შესაძლებლობა აქვს მიიღოს მაღალკვალირფიციული ნეიროქირურგიული მომსახურების სრული სპექტრი. განსაკუთრებით გამოსაყოფია ისეთი ჩარევები როგორიც არის:

  • ჰიდროცეფალია- მაშუნტირებელი, ენდოსკოპიური ოპერაციები
  •  ნეიროონკოლოგია
  • თავისა და ხერხემლის ტრავმა.
  • თავისა და თავის ტვინის სისხსლძარღვოვანი  პათოლოგიები.

ჩვენს ქსელში დასაქმებულ ნეიროქირურგიის გუნს განათლება და პრაქტიკული სწავლება გავლილი აქვს მსოფლიოს წამყვან სამედიცინო ცენტრებში , რაც განაპირობებს თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამის მომსახურების მიწოდებას.

ოპერაციების უსაფრთხოდ ჩატარება, უზრუნველყოფილია მაღალტექნოლოგიური დიაგნოსტიკური სერვისების, მძლავრი პოსტოპერაციული მოვლისა და ქირურგთა ძლიერი გუნდის მიერ.


 

ევექსის პოლიკლინიკა ისანში. თბილისი, ე.კაკულიას ქუჩა N 1, შესახვევი 1

მიმართულების ნახვა