ევექსის პოლიკლინიკა დიდ დიღომში

სამუშაო საათები:

ორშაბათი - პარასკევი: 09.00: 20.00 შაბათი: 09.00 - 16.00 ლაბორატორია : 08.30 - 16.00 ლაბორატორია, შაბათი: 08.30 - 14.00


„ევექსი" ქვეყნის მასშტაბით ყველაზე ფართო ქსელია, რომელიც საქართველოში აერთიანებს 15 კლინიკასა და ბავშვთა ნეიროგანვითარების ცენტრს - "კარავს". კლინიკებში პაციენტებს სრული გეგმური ამბულატორიული მომსახურების მიღება შეუძლიათ. კომპანიის მისიაა, თითოეული პაციენტისთვის შექმნას ჯანსაღი მომავალი, მაღალი ხარისხითა და ხელმისაწვდომი სერვისებით.

ევექსის რევმატოლოგიური სერვისი პაციენტებს სთავაზობს სხვადასხვა სისტემური დაავადებების მკურნალობას და დიაგნოსტიკას თანამედროვე მეთოდებით.

ხდება ოსტეოართრიტის, რევმატოიდული პოლიართრიტის  და სხვა ფართოდ გავრცელებული ქრონიკული ძვალ-სახსროვანი სისტემის დაავადებების მართვა თანამედროვე რეკომენდაციების შესაბამისად;

ტარდება სახსარშიგა ინექციები და სხვა პროცედურები საჭიროების შესაბამისად; ენდოპროტეზირების ოპერაციისწინა კონსულტაციები; კომპლექსური რეაბილიტაციური პროცედურები სხვადასხვა დაზიანების შემდეგ, ქრონიკული პათოლოგიების დროს  და პოსტოპერაციულ პერიოდში. 

ევექსის პოლიკლინიკა დიდ დიღომში. თბილისი, ი. პეტრიწის ქ. N 16

მიმართულების ნახვა