ევექსის პოლიკლინიკა დიდ დიღომში

სამუშაო საათები:

ორშაბათი - პარასკევი: 09.00: 20.00 შაბათი: 09.00 - 16.00 ლაბორატორია : 08.30 - 16.00 ლაბორატორია, შაბათი: 08.30 - 14.00


„ევექსი" ქვეყნის მასშტაბით ყველაზე ფართო ქსელია, რომელიც საქართველოში აერთიანებს 15 კლინიკასა და ბავშვთა ნეიროგანვითარების ცენტრს - "კარავს". კლინიკებში პაციენტებს სრული გეგმური ამბულატორიული მომსახურების მიღება შეუძლიათ. კომპანიის მისიაა, თითოეული პაციენტისთვის შექმნას ჯანსაღი მომავალი, მაღალი ხარისხითა და ხელმისაწვდომი სერვისებით.

ევექსის ქსელის ანგიოლოგიური მიმართულება განსაკუთრებულად განვითარებულია, სადაც ძირითადი ჩარევები ხორციელდება თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, რომლის საშუალებითაც ხდება დიაგნოზის სწრაფი დასმა და პრობლემის მოგვარება.

ჩვენს ქსელში პაციენტებს შესაძლებლობა ეძლევათ მიიღონ მაღალკვალიფიციური მომსახურება მტკიცბულებებზე დაფუძნებული მედიცინის მიდგომების გამოყენებით ისეთი რთული დაავდებების დროს როგორიც არის: ათეროსკლეროზი , ანევრიზმა, სისხლძარღვთა სხვადასვა პათოლოგიები და ა.შ.


ანგიოქირურგია

დაზიანებულ სისხლძარღვებზე ქირურგიული ჩარევა ხორციელდება როგორც ენდოვასკულარული მეთოდით (ოპერაციული მკურნალობა ღია ქირურგიული განაკვეთის გარეშე), ასევე ღია წესით. პაციენტის უსაფრთხოებიდან გამომდინარე, საოპერაციო ბლოკები აღჭურვილია უახლესი თაობის სამედიცინო აპარატურით.

ევექსის სხვადასხვა კლინიკებში ხორციელდება ნებისმიერი სირთულის ღია, ენდოვასკულური და ჰიბრიდული ოპერაციები:

  • თორაკო-აბდომინალური აორტის ანევრიზმის კორექცია ხელოვნური ხაზოვანი პროთეზით;
  • თორაკო-ბიფემორალური შუნტირება მუცლის აორტის ინფრარენული სეგმენტის თრომბოზის  დროს. ეს ოპერაცია დღემდე  საქართველოში შესრულებულია გაგა კეშელავას მიერ მხოლოდ დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრში (სულ ოთხი ოპერაცია);
  • მუცლის აორტის ინფრარენული სეგმენტის კორექცია − ხაზოვანი პროთეზირება ხელოვნური პროთეზით;
  • მუცლის აორტის ინფრარენული სეგმენტის კორექცია − აორტო-ბიფემორალური შუნტირება ხელოვნური პროთეზით;
  • მუცლის აორტის ინფრარენული სეგმენტის კორექცია − აორტო-მონოფემოილიაკური შუნტირება ხელოვნური პროთეზით;
  • მუცლის აორტის ინფრარენული სეგმენტის კორექცია აორტო-მონოფემორალური მონოილიაკური შუნტირება ხელოვნური პროთეზით;
  • აორტო-ფემორალური შუნტირება ხელოვნური პროთეზით;
  • ჯვარედინი ფემორო-ფემორალური შუნტირება;
  • ბარძაყ-მუხლქვეშა შუნტირება აუტოვენით/ ხელოვნური პროთეზით;
  • საძილე არტერიების ენდარტერექტომია;
  • შიგნითა საძილე არტერიის შუნტირება აუტოვენით.

ენდოვასკულური ოპერაციები

  • გულმკერდის დაღმავალი აორტის სტენტგრაფტირება;
  • მუცლის ინფრარენული სეგმენტის სტენტგრაფტირება;
  • მუცლის ინფრარენული სეგმენტისა და თეძოს არტერიების სტენტგრაფტირება;
  • თეძოს არტერიების სტენტირება;
  • ბარძაყის არტერიების სტენტირება.

ჰიბრიდული ოპერაციები

  • გულმკერდის აორტის დაღმავალი სეგმენტის სტენტგრაფტირება, მუცლის აორტის ინფრარენული ანევრიზმის კორექცია, აორტო-ბიფემორალური შუნტირება;
  • თეძოს არტერიის სტენტირება, ბარძაყ-მუხლქვეშა შუნტირება.

ევექსის პოლიკლინიკა დიდ დიღომში. თბილისი, ი. პეტრიწის ქ. N 16

მიმართულების ნახვა